25 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
მალავი
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ჩიჩევა ენაზე
2023 წლის 18 აგვისტოს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა კენეთ კუკმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ჩიჩევა ენაზე. ბიბლიის ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წლევანდელ რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“, რომელიც ჩატარდა ლილონგვეში (მალავი) არსებულ საკონგრესო დარბაზში. დამსწრეებს პირველივე დღეს დაურიგდათ ბიბლიის ახალი გამოცემა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული ფორმატიც, რომლის ჩამოტვირთვაც JW ბოქსის მეშვეობით იყო შესაძლებელი.
მოხსენება, რომლის დროსაც განცხადება გაკეთდება, JW სატელიტური არხის მეშვეობით გადაიცემოდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ორ სტადიონზე, რამდენიმე საკონგრესო ტერიტორიაზე და მალავიში არსებულ ჩვენს დარბაზებში. გარდა ამისა, ჩიჩევაენოვანი მაუწყებლებისთვის პროგრამა მოზამბიკშიც გადაიცემოდა სტრიმინგის მეშვეობით. ორ სტადიონსა და საკონგრესო ტერიტორიებზე შეხვედრას 77 112 ადამიანი დაესწრო, ხოლო დარბაზებში ტრანსლაციის მეშვეობით პროგრამა კიდევ ათასობით ადამიანმა მოისმინა.
ჩიჩევა სახელმწიფო ენაა და ქვეყნის მასშტაბით ათ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ამ ენაზე. ჩიჩევა ენა აგრეთვე გავრცელებულია მოზამბიკის, სამხრეთ აფრიკის, ზამბიისა და ზიმბაბვეს ზოგიერთ ტერიტორიებზე. ჩიჩევა ენაზე 2006 წელს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცა, ხოლო 2010 წელს — მთლიანი ბიბლია. და-ძმები ძალიან გახარებული არიან, რომ ახლა გადამუშავებულ თარგმანზეც მიუწვდებათ ხელი.
ერთმა მაუწყებელმა აღნიშნა: „ქადაგების დროს ბევრ ჩიჩევაენოვან ადამიანს ვხვდებით, რომელთაც ბიბლიის მოძველებული თარგმანები აქვთ. როცა მათ თავიანთი ბიბლიიდან ვაკითხებთ მუხლებს, ხშირ შემთხვევაში აზრს ვერ ხვდებიან. ეს ახალი გამოცემა კი ძალიან მარტივი გასაგებია. ერთი სული მაქვს, როდის გამოვიყენებ მსახურებაში“.
გვჯერა, ბიბლიის გადამუშავებული ვერსია მეტად დაეხმარება ჩიჩევაენოვან და-ძმებსა და დაინტერესებულებს, რომ „იეჰოვას კანონი“ ანიჭებდეთ სიამოვნებას (ფსალმუნი 1:2).