არჩეულ მასალაზე გადასვლა

დატბორილი სამეფო დარბაზი (მარცხნივ) და ერთი ძმის სახლი (მარჯვნივ)

2019 წლის 10 ივნისი
პარაგვაი

წყალდიდობის შედეგად პარაგვაი დაიტბორა

წყალდიდობის შედეგად პარაგვაი დაიტბორა

გადაუღებელმა წვიმებმა, რომელიც პარაგვაიში 2019 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება, ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია მდინარე პარაგვაის სანაპირო ზოლში. წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანია დაღუპული.

პარაგვაის ფილიალის მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულია სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები 137 და-ძმა. დედაქალაქ ასუნსიონში წყლის ნაკადი შევარდა ერთ-ერთ სამეფო დარბაზში, სადაც სამეფოს მახარობელთა სკოლა ტარდებოდა. საბედნიეროდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფილიალმა უკვე გაუგზავნა დაზარალებულ და-ძმებს საკვები, წყალი და პირველადი საჭიროების ნივთები. ვინაიდან სტიქია კვლავ მძვინვარებს, ფილიალი აქტიურად ადევნებს თვალს შექმნილ ვითარებას და მომავალშიც უზრუნველყოფს სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს ფიზიკური თუ სულიერი დახმარებით.

ვლოცულობთ პარაგვაიში მცხოვრებ თანამორწმუნეებზე და გვჯერა, რომ იეჰოვა იქნება მათი „ციხესიმაგრე“ ძნელბედობის ჟამს (ფსალმუნი 31:2).