2019 წლის 5 ივლისი
ტაივანი
გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩინურ ენაზე
2019 წლის 5 ივლისს ტაივანში, ქალაქ ტაოიუანში გამართულ რეგიონულ კონგრესზე გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩინურ ენაზე. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა კენეთ კუკმა, მოხსენება წარმოთქვა ტაივანის სპორტული უნივერსიტეტის ეროვნულ სტადიონზე. პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა ოთხ ადგილას; მთლიანობაში კონგრესის პროგრამა 12 610-მა ადამიანმა მოისმინა.
1995 წელს პირველად ჩინური „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოვიდა ორ გამოცემად. ერთი შესრულებული იყო ჰონკონგსა და ტაივანში გავრცელებული ტრადიციული დამწერლობით, ხოლო მეორე — ჩინეთში, მალაიზიასა და სინგაპურში გავრცელებული გამარტივებული დამწერლობით. ჩინური „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია 2001 წელს კვლავ ორ გამოცემად გამოვიდა — ერთი ტრადიციულ, ხოლო მეორე გამარტივებულ ენაზე. მესამე გამოცემაში, რომელიც 2004 წელს გამოვიდა, გამარტივებული ჩინური იეროგლიფები ლათინური ასოებით, პინინის სისტემით, იყო შესრულებული.
გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სამ გამოცემად გამოვიდა. ტრადიციული და გამარტივებული ჩინური ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. ხოლო პინინის სისტემით შესრულებული გამოცემა ხელმისაწვდომია „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“.
ჩინური მანდარინული მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენაა, რომელზეც მილიარდ ას მილიონ ადამიანზე მეტი საუბრობს. აგრეთვე სხვა ჩინურ დიალექტებზე მოსაუბრე მილიონობით ადამიანი კითხულობს ჩინურ იეროგლიფებს. ჩვენს და-ძმებს, რომლებიც მსახურობენ ამ ვრცელ ტერიტორიაზე, ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რათა მეტ ადამიანს დაეხმარონ იეჰოვას გაცნობაში და ზუსტი ბიბლიური ცოდნის შეძენაში (1 ტიმოთე 2:4).