არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲙᲘᲗᲮᲕᲐ 2

როგორ გავიცნოთ ღმერთი?

„არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ მოგემართება ხელი და იმოქმედებ ბრძნულად“

(იესო ნავეს ძე 1:8).

„ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ ღვთის კანონს, თან ხსნიდნენ და განმარტავდნენ, რომ ხალხს გაეგო წაკითხული“

(ნეემია 8:8).

„ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის... იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ... ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“

(ფსალმუნი 1:1—3).

«გაიქცა ფილიპე და, როცა დაეწია, გაიგონა, რომ საჭურისი ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა, და ჰკითხა: „გესმის, რასაც კითხულობ?“ მან მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ ამიხსნა?“»

(საქმეები 8:30, 31).

„მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“

(რომაელები 1:20).

„იფიქრე ამ ყველაფერზე, გულმოდგინედ აკეთე ეს ყოველივე და ყველასთვის ცხადი იქნება შენი წარმატება“

(1 ტიმოთე 4:15).

„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას“

(ებრაელები 10:24, 25).

„თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“

(იაკობი 1:5).