ეკლესიასტე 1:1—18
1 სიტყვები შემკრებისა,+ დავითის ძისა,იერუსალიმში ტახტზე მჯდომი მეფისა.+
2 შემკრებმა თქვა: „ამაოებათა ამაოება!ამაოებათა ამაოება! ყველაფერი ამაოებაა!“+
3 რას არგებს კაცს,ამ ცისქვეშეთში დიდ შრომას რომ ეწევა?!+
4 თაობა მიდის, თაობა მოდის,დედამიწა კი მარადიულად რჩება.+
5 მზე ამოდის, მზე ჩადის,მერე კი იმ ადგილისკენ მიისწრაფვის, საიდანაც ისევ უნდა ამოვიდეს.+
6 ქარი სამხრეთისკენ ქრის, შემდეგ ტრიალდება და ჩრდილოეთს უბრუნდება;ტრიალებს და ტრიალებს, შეუჩერებლივ; ქარი თავის წრეზე ქრის.
7 ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება.+
მდინარეები სათავეებს უბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ.+
8 ყველაფერი დამღლელია;ვის აქვს ამ ყოველივეზე ლაპარაკის თავი?!
ვერც თვალი ძღება ცქერითდა ვერც ყური — სმენით.
9 რაც იყო, იგივე იქნება,და რაც გაკეთებულა, იგივე გაკეთდება;
არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში.+
10 განა არსებობს ისეთი რამ, რაზეც იტყვიან, ეს ახალიაო?!
ყველაფერი უხსოვარი დროიდან არსებობს;ჩვენამდეც არსებობდა.
11 აღარავის ახსოვს ძველი ხალხი;აღარც ისინი ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა;აღარც შემდგომი თაობები გაიხსენებენ მათ.+
12 მე, შემკრები და მეფე, ისრაელს იერუსალიმიდან განვაგებდი.+
13 სიბრძნეს მივმართე,+ რომ გულდასმით შემესწავლა და გამომეკვლია ყველაფერი, რაც ცისქვეშეთში ხდება+ — ღვთის მიერ კაცთათვის მიცემული დამამწუხრებელი საქმეები, რაშიც ისინი ჩაბმულნი არიან.
14 ვიხილე ყველა ის საქმე, რაც ცისქვეშეთში გაკეთებულა,და ყველაფერი ამაოებაა და ქარის დევნა.+
15 გამრუდებულს ვერ გაასწორებდა არარსებულს ვერ დათვლი.
16 გულში ვთქვი: „დიდად დავბრძენდი, იმათზე მეტად, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში;+ დიდ სიბრძნესა და ცოდნას ვეზიარე“.+
17 მთელი გულით შევეცადე, გამეგო, რა არის სიბრძნე, სიბრიყვე და უგუნურება;+ ესეც ქარის დევნა ყოფილა.
18 დიდ სიბრძნეს დიდი იმედგაცრუება მოჰყვება;მეტ ცოდნას მეტი ტკივილი სდევს თან.+