ესთერი 3:1—15
3 ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი,+ აგაგელი+ ჰამედათას ვაჟი, და სხვა მთავრებზე მეტად აღაზევა.+
2 მეფის მსახურები, რომლებიც სასახლის კარიბჭესთან იყვნენ, მუხლს იყრიდნენ და პირქვე ემხობოდნენ ჰამანის წინაშე მეფის ბრძანებისამებრ, მორდოქაი კი არც მუხლს იყრიდა და არც პირქვე ემხობოდა.
3 კარიბჭესთან მყოფი მეფის მსახურები ეუბნებოდნენ მორდოქაის, რატომ არღვევო მეფის ბრძანებას.
4 ყოველდღე ეუბნებოდნენ ამას, ის კი ყურს არ უგდებდა მათ და ეუბნებოდა, იუდეველი ვარო.+ მიუტანეს ეს ამბავი ჰამანს და ჰკითხეს, რა ვუყოთო მორდოქაის.+
5 მაშინ დაინახა ჰამანმა, რომ მორდოქაი მუხლს არ იყრიდა და პირქვე არ ემხობოდა მის წინაშე. განრისხდა იგი,+
6 მაგრამ იუკადრისა მხოლოდ მორდოქაის მოკვლა და რაკი იცოდა, რომელი ხალხიდან იყო ის, ახაშვეროშის მთელ სამეფოში ყველა იუდეველის, მორდოქაის ხალხის, ერთიანად მოსპობა განიზრახა.
7 მეფე ახაშვეროშის მეფობის მე-12 წელს,+ პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, „ფური“+ ანუ წილი ყარეს ჰამანის წინაშე იმ დღისა და თვის დასადგენად, თუ როდის უნდა შესრულებულიყო მისი განზრახვა; წილი მე-12 თვეს, ადარს,+ ხვდა.
8 უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ხალხი, რომელიც შენი სამეფოს ყველა სამთავროშია+ გაფანტული;+ მათი კანონები ყველა სხვა ხალხის კანონებისგან განსხვავდება და ისინი არც მეფის კანონებს ასრულებენ; მეფისთვისვე აჯობებს, თუ ამ ხალხს მოიშორებს.
9 თუ მეფე ინებებს, დაიწეროს ბრძანება მათი განადგურების შესახებ; 10 000 ტალანტ* ვერცხლს გადავცემ მეფის მოხელეებს სამეფო საგანძურში შესატანად*“.
10 წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი+ და მისცა ჰამანს,+ აგაგელი+ ჰამედათას ძეს, იუდეველთა მტერს,
11 და უთხრა მეფემ ჰამანს: „ვერცხლიც შენია და ხალხიც, რაც გინდა, ის უყავი!“
12 პირველი თვის მე-13 დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს+ და მათაც დაწერეს ჰამანის ბრძანებულება მეფის სატრაპებისთვის, სამთავროთა გამგებლებისა და სამთავროებში მცხოვრებ ხალხთა მთავრებისთვის, თითოეული ხალხისთვის მათ მშობლიურ ენაზე მათივე დამწერლობით. ყველაფერი მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა+ და მისივე ბეჭდით დაიბეჭდა.+
13 შიკრიკების ხელით ყველა სამთავროს დაეგზავნა წერილობითი ბრძანებულება, რომ მე-12 ანუ ადარის თვის მე-13 დღეს,+ ერთიანად დაეხოცათ, გაენადგურებინათ და მოესპოთ ყველა იუდეველი, ყმაწვილი თუ მოხუცი, ქალი თუ ბავშვი, და დაეტაცებინათ მათი ქონება.+
14 ამ წერილობით ბრძანებულებას კანონის ძალა უნდა ჰქონოდა ყველა სამთავროში; ის ყველა ხალხისთვის უნდა გამოეცხადებინათ, რათა მზად ყოფილიყვნენ იმ დღისთვის.
15 მეფის ბრძანებისამებრ, შიკრიკები უმალ+ გაეშურნენ. ეს კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა. მეფე და ჰამანი დასხდნენ და დაიწყეს სმა, ქალაქი შუშანი კი მღელვარებამ მოიცვა.
სქოლიოები
^ ტალანტი უდრიდა 34,2 კგ–ს. იხ. დანართი ბ14.
^ ან შესაძლოა: „მე მივიტან 10 000 ტალანტ ვერცხლს სამეფო საგანძურში ამ საქმის შემსრულებელთათვის“.