არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი იობი

თავები

შინაარსი

  • 1

    • იობი, ერთგული და მდიდარი კაცი (1—5).

    • სატანა ეჭვქვეშ აყენებს იობის მოტივებს (6—12).

    • იობი კარგავს შვილებსაც და ქონებასაც (13—19).

    • იობი ღმერთს არ ადანაშაულებს (20—22).

  • 2

    • სატანა კვლავ ეჭვქვეშ აყენებს იობის მოტივებს (1—5).

    • სატანას უფლება ეძლევა, დააწყლულოს იობი (6—8).

    • იობის ცოლი ამბობს: „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ (9, 10).

    • იობთან სამი მეგობარი მიდის (11—13).

  • 3

    • იობი თავისი გაჩენის დღეს წყევლის (1—26).

      • აინტერესებს, რატომ იტანჯება (20, 21).

  • 4

    • ელიფაზი საუბარს იწყებს (1—21).

      • იობის ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებს (7, 8).

      • ჰყვება, თუ რა აუწყა სულმა (12—17).

      • „არ ენდობა ის [ღმერთი] თავის მსახურებს“ (18).

  • 5

    • ელიფაზი განაგრძობს საუბარს (1—27).

      • ღმერთი „ბრძენებს მათივე ცბიერებაში იჭერს“ (13).

      • იობმა არ უნდა აირიდოს ღვთის სასჯელი (17).

  • 6

    • იობის პასუხი (1—30).

      • თავის მდგომარეობას გამართლებას უძებნის (2—6).

      • ვაი-ნუგეშისმცემლები ვერაგულად ექცევიან მას (15—18).

      • „მართლის ნათქვამი გულს არ მატკენდა“ (25).

  • 7

    • იობი განაგრძობს საუბარს (1—21).

      • ცხოვრება იძულებით სამუშაოს ჰგავს (1, 2).

      • „რატომ ამომიღე მიზანში?“ (20).

  • 8

    • ბილდადი საუბარს იწყებს (1—22).

      • ამბობს, რომ იობის ვაჟებმა შესცოდეს (4).

      • წმინდა და მართალი რომ ყოფილიყავი, ღმერთი გადმოგხედავდა (6).

      • იობი უღვთო გამოჰყავს (13).

  • 9

    • იობის პასუხი (1—35).

      • მოკვდავი კაცი ღმერთთან მართალი ვერ იქნება (2—4).

      • ღმერთი ჩაუწვდომელ საქმეებს იქმს (10).

      • კაცი ვერ შეედავება ღმერთს (32).

  • 10

    • იობი განაგრძობს საუბარს (1—22).

      • რატომ მექიშპება ღმერთი? (2).

      • ღმერთი და მოკვდავი იობი (4—12).

      • „მომაცილოს მზერა, რომ ცოტა ამოვისუნთქო“ (20).

  • 11

    • ცოფარი იწყებს საუბარს (1—20).

      • იობს ბრალს სდებს ფუჭსიტყვაობაში (2, 3).

      • ეუბნება იობს, რომ აღარ ჩაიდინოს ბოროტება (14).

  • 12

    • იობის პასუხი (1—25).

      • „რით ვარ თქვენზე ნაკლები?!“ (3).

      • „ახლობელთა დასაცინი გავხდი“ (4).

      • ღმერთი ბრძენია (13).

      • ღმერთი მეფეებსა და მოსამართლეებზე მაღლა დგას (17, 18).

  • 13

    • იობი განაგრძობს საუბარს (1—28).

      • „მე მაინც ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი“ (3).

      • „ვაი-მკურნალები ხართ“ (4).

      • „ვიცი, რომ მართალი ვარ“ (18).

      • აინტერესებს, რატომ თვლის ღმერთი მტრად (24).

  • 14

    • იობი განაგრძობს საუბარს (1—22).

      • კაცი დღემოკლეა და მუდამ გასაჭირშია (1).

      • „ხესაც კი აქვს იმედი“ (7).

      • „ნეტავ დამმალავდე სამარეში“ (13).

      • „თუ მოკვდა კაცი, განა გაცოცხლდება?!“ (14).

      • ღმერთს მოენატრება თავისი ხელთა ქმნილება (15).

  • 15

    • ელიფაზი მეორედ იწყებს საუბარს (1—35).

      • ამბობს, რომ იობი ღვთისმოშიში არ არის (4).

      • იობს კადნიერად თვლის (7—9).

      • „არ ენდობა ღმერთი თავის წმინდებს“ (15).

      • ვინც იტანჯება, ბოროტია (20—24).

  • 16

    • იობის პასუხი (1—22).

      • „ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ“ (2).

      • ამბობს, რომ ღმერთმა იგი თავის სამიზნედ აქცია (12).

  • 17

    • იობი განაგრძობს საუბარს (1—16).

      • „გარს დამცინავები მეხვევიან“ (2).

      • „ხალხის სამასხარაო გამხადა“ (6).

      • „სახლად მექცევა სამარე“ (13).

  • 18

    • ბილდადი მეორედ იწყებს ლაპარაკს (1—21).

      • საუბრობს ბოროტის ხვედრზე (5—20).

      • ამბობს, რომ იობი ღმერთს არ იცნობს (21).

  • 19

    • იობის პასუხი (1—29).

      • არ იღებს შეგონებას ვაი-მეგობრებისგან (1—6).

      • ამბობს, რომ მიტოვებულია (13—19).

      • „ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი“ (25).

  • 20

    • ცოფარი მეორედ იწყებს ლაპარაკს (1—29).

      • იობისგან თავს შეურაცხყოფილად თვლის (2, 3).

      • იობი ბოროტი გამოჰყავს (5).

      • ამბობს, რომ იობს ცოდვის ჩადენა სიამოვნებს (12, 13).

  • 21

    • იობის პასუხი (1—34).

      • რატომ მდიდრდებიან ბოროტები?! (7—13).

      • ვაი-ნუგეშისმცემელთა მხილება (27—34).

  • 22

    • ელიფაზი მესამედ იწყებს საუბარს (1—30).

      • „რაში სჭირდება ღმერთს კაცი?!“ (2, 3).

      • იობს სიხარბესა და უსამართლობაში ადანაშაულებს (6—9).

      • „თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს, აშენდები“ (23).

  • 23

    • იობის პასუხი (1—17).

      • უნდა, რომ ღმერთს წარუდგინოს თავისი საქმე (1—7).

      • ამბობს, რომ ვერ პოულობს ღმერთს (8, 9).

      • „მის გზას ვადგავარ და არსად არ ვუხვევ“ (11).

  • 24

    • იობი განაგრძობს საუბარს (1—25).

      • „რატომ არა აქვს ყოვლისშემძლეს გასამართლების დრო დადგენილი?!“ (1).

      • ამბობს, რომ ღმერთი უშვებს ბოროტებას (12).

      • ცოდვილებს სიბნელე უყვართ (13—17).

  • 25

    • ბილდადი მესამედ იწყებს საუბარს (1—6).

      • „როგორ შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთთან მართალი იყოს?!“ (4).

      • ღვთისადმი ერთგულებას ფასი არა აქვს (5, 6).

  • 26

    • იობის პასუხი (1—14).

      • „გგონია, დაეხმარე ძალაგამოლეულს?!“ (1—4).

      • ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (7).

      • „ეს მხოლოდ მისი გზების კიდეებია“ (14).

  • 27

    • იობს გადაწყვეტილი აქვს, ერთგული დარჩეს (1—23).

      • „არ ვუღალატებ ღმერთს!“ (5).

      • უღვთოს იმედი არ გააჩნია (8).

      • „უაზროდ რატომღა ლაპარაკობთ?!“ (12).

      • ბოროტები ვერაფერს მიიღებენ (13—23).

  • 28

    • იობი დედამიწის წიაღისეულს სიბრძნეს ადარებს (1—28).

      • როგორ მოიპოვებენ წიაღისეულს (1—11).

      • სიბრძნე მარგალიტზე ძვირფასია (18).

      • „სიბრძნე იეჰოვას შიშია“ (28).

  • 29

    • იობი იხსენებს იმ დროს, ვიდრე უბედურება დაატყდებოდა (1—25).

      • ქალაქის კარიბჭესთან მსხდომნი პატივს სცემდნენ (7—10).

      • ყველას სამართალს უჩენდა (11—17).

      • ყველა ყურს უგდებდა მის რჩევას (21—23).

  • 30

    • იობი აღწერს თავის შეცვლილ მდგომარეობას (1—31).

      • უვარგისები დასცინიან (1—15).

      • „საშველად გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ“ (20, 21).

      • „კანი გამიშავდა“ (30).

  • 31

    • იობი ამტკიცებს, რომ ერთგულია (1—40).

      • „პირობა მივეცი ჩემს თვალებს“ (1).

      • „ამწონოს ღმერთმა ზუსტ სასწორზე“ (6).

      • არ უმრუშია (9—12).

      • არ ყოფილა ფულის მოყვარული (24,25).

      • არ ყოფილა კერპთაყვანისმცემელი (26—28).

  • 32

    • საუბარს ახალგაზრდა ელიჰუ იწყებს (1—22).

      • გაბრაზებულია იობსა და მის მეგობრებზე (2, 3).

      • პატივისცემის ნიშნად სხვებს საუბარი აცადა (6, 7).

      • „მხოლოდ ასაკი როდი იძლევა სიბრძნეს“ (9).

      • ელიჰუს ერთი სული აქვს, როდის ილაპარაკებს (18—20).

  • 33

    • ელიჰუ იობს იმის გამო შეაგონებს, რომ თავი მართალი გამოჰყავს (1—33).

      • „ვიპოვე გამოსასყიდი!“ (24).

      • „დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (25).

  • 34

    • ელიჰუ ამტკიცებს, რომ იეჰოვას გზები სამართლიანია (1—37).

      • იობის თქმით, ღმერთმა მას სამართალი დაუკავა (5).

      • ღვთისგან შორსაა ბოროტება (10).

      • იობს საკმარისი ცოდნა არა აქვს (35).

  • 35

    • ელიჰუ იობს აზროვნებას უსწორებს (1—16).

      • იობის თქმით, ის ღმერთზე მართალია (2).

      • ადამიანი ჩადენილი ცოდვით ზეციერ ღმერთს ვერაფერს დააკლებს (5, 6).

      • იობი უნდა დაელოდოს ღმერთს (14).

  • 36

    • ელიჰუ ხოტბას ასხამს ღვთის ჩაუწვდომელ სიდიადეს (1—33).

      • მორჩილთ კეთილდღეობა არ მოაკლდებათ, უღვთონი კი მოისპობიან (11—13).

      • ვინ არის ღვთისნაირი მოძღვარი?! (22).

      • იობმა უნდა განადიდოს ღმერთი (24).

      • „ღმერთი იმაზე დიდებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია“ (26).

      • ღვთის ხელთაა წვიმაც და ელვაც (27—33).

  • 37

    • ბუნების ძალები ღვთის სიდიადეზე მეტყველებს (1—24).

      • „ღმერთი აჩერებს ადამიანთა საქმეებს“ (7).

      • „ჩაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს“ (14).

      • „ჩაუწვდომელია ყოვლისშემძლის გზები“ (23).

      • ნურავინ იფიქრებს, რომ ბრძენია (24).

  • 38

    • იეჰოვა მაგალითების მეშვეობით ხსნის, თუ რამდენად უსუსურია ადამიანი (1—41).

      • „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?!“ (4—6).

      • „ყიჟინებდნენ ღვთის ძეები“ (7).

      • კითხვები ბუნების კანონების ირგვლივ (8—32).

      • „კანონებს ემორჩილებიან ციური სხეულები“ (33).

  • 39

    • ცხოველთა ქცევები ადამიანის უცოდინარობას ააშკარავებს (1—30).

      • მთის თხები და ფურირმები (1—4).

      • გარეული ვირი (5—8).

      • გარეული ხარი (9—12).

      • სირაქლემა (13—18).

      • ცხენი (19—25).

      • შევარდენი და არწივი (26—30).

  • 40

    • იეჰოვა სხვა კითხვებსაც სვამს (1—24).

      • იობი აღიარებს, რომ სათქმელი აღარაფერი აქვს (3—5).

      • „ეჭვქვეშ დააყენებ ჩემს სამართალს?!“ (8).

      • ღმერთი აღწერს ბეჰემოთის ძალას (15—24).

  • 41

    • ღმერთი აღწერს გასაოცარ ცხოველს, ლევიათანს (1—34).

  • 42

    • იობი პასუხობს იეჰოვას (1—6).

    • ღმერთი მსჯავრს სდებს იობის ვაი-მეგობრებს (7—9).

    • იეჰოვა იობს დანაკარგს უნაზღაურებს (10—17).

      • იობის ვაჟები და ასულები (13—15).