მსაჯულები 5:1—31
5 იმღერეს იმ დღეს დებორამ+ და ბარაკმა,+ აბინოამის ვაჟმა:+
2 „თმა გაუშლიათ* მეომრებს ისრაელში,ხალხი ხალისით მიდის საომრად.+ადიდეთ იეჰოვა!
3 ისმინეთ, მეფენო! ყური უგდეთ, მმართველნო!
იეჰოვას ვუმღერებ,
ვუგალობებ იეჰოვას*,+ ისრაელის ღმერთს.+
4 იეჰოვა, როცა სეირიდან+ გამოხვედიდა ედომის მხარე გადმოიარე,მიწა შეიძრა და ცა ჩამოიქცა,წყლად ჩამოიღვარა ღრუბლები.
5 მთები დადნა* იეჰოვას წინაშე,+სინაის მთაც კი დადნა ისრაელის ღვთის,+ იეჰოვას წინაშე.+
6 ანათის ვაჟის, შამგარისა+და იაელის+ დროს მიგდებული იყო გზებიდა ბილიკებით დადიოდნენ მგზავრები.
7 დაცარიელდა სოფლები ისრაელში,სანამ მე, დებორა,+ არ გამოვჩნდი,სანამ არ გამოვჩნდი დედა ისრაელში.+
8 უცხო ღმერთები აირჩიეს.+მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან;+ვერ იხილავდი ვერც ფარსა და ვერც შუბსორმოცი ათას ისრაელს შორის.
9 გულით ისრაელის მეთაურებთან ვარ,+მოხალისეებად რომ წამოვიდნენ ხალხთან ერთად.+
ადიდეთ იეჰოვა!
10 ვირებზე ამხედრებულნო,მდიდრულ ხალიჩებზე მოკალათებულნო,გზად მოსიარულენო,დაუკვირდით ამას:
11 დასარწყულებელ ადგილებზე დამრწყულებელთა ხმა ისმის,ჰყვებიან, როგორ იქმს სიმართლეს იეჰოვა,ისრაელის სოფლებში მცხოვრები მისი ხალხის სიმართლეზე ლაპარაკობენ.
მაშინ ჩავიდა იეჰოვას ხალხი კარიბჭეებთან.
12 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, დებორა!+
გამოიღვიძე, გამოიღვიძე, და შემოსძახე სიმღერა!+
ადექი, ბარაკ!+ წაასხი ტყვეები, აბინოამის ძეო!
13 მაშინ მივიდნენ გადარჩენილები დიდებულებთან.იეჰოვას ხალხი ჩამოვიდა ჩემთან ძლიერთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
14 ეფრემიდან იყვნენ ველზე მყოფნი,შენს ხალხს მოჰყვებიან ისინი, ბენიამინ!
მაქირიდან+ ჩამოვიდნენ მეთაურებიდა ზებულონიდან — ლაშქრის შემკრებნი*.
15 დებორასთან იყვნენ ისაქარის მთავრები,ისაქარიცა და ბარაკიც.+
დაბლობში გაგზავნეს იგი ქვეითად.+
დიდად იცდებოდა მრავლის გული რეუბენის ტომში.
16 იმიტომ ჩაჯექი ხურჯინგადაკიდებული,რომ ფარისთვის+ დაკრული სალამურისთვის მოგესმინა?!
დიდად იცდებოდა მრავლის გული რეუბენის ტომში.
17 გალაადი იორდანის გაღმა დარჩა.+რატომ ვერ მოსწყდა დანი ხომალდებს?!+
უქმად დამჯდარა ზღვის პირას აშერიდა თავის ნავსაყუდლებიდან ფეხს არ იცვლის.+
18 ზებულონის ხალხმა სასიკვდილოდ გაწირა თავი;ნაფთალიც+ ასე მოიქცა მაღლობებზე.+
19 მოვიდნენ მეფენი და ბრძოლა გამართეს.მაშინ იბრძოლეს ქანაანის მეფეებმა+თაანახში მეგიდოს+ წყლებთან,
მცირედი ვერცხლიც ვერ წაიღეს ნადავლად.+
20 ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ,თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას.
21 კიშონის ხევმა წალეკა ისინი,+უძველესმა ხევმა, კიშონის ხევმა.
ძლიერთ თელავდი, ჩემო სულო!
22 ფლოქვებს სცემდნენ ცხენებიდა ჭენებ-ჭენებით მიქროდნენ ულაყები.+
23 „დასწყევლეთ მეროზი, — თქვა იეჰოვას ანგელოზმა, —დასწყევლეთ მისი მცხოვრებნი,რადგან არ მოვიდნენ იეჰოვას დასახმარებლად,იეჰოვას დასახმარებლად ძლიერებთან ერთად!“
24 კურთხეულია ქალთა შორის იაელი,+კენიელი ხებერის+ ცოლი,კურთხეულია კარვებში მცხოვრებ ქალთა შორის!
25 წყალი სთხოვა და რძე მიაწოდა,
ნაღები მიართვა დიდებული თასით.+
26 მარცხენა ხელით კარვის პალოს დასწვდა,მარჯვენათი — ჩაქუჩს;
დაჰკრა სისერას და თავი გაუჩეხა,ჩაულეწა და გაუხვრიტა საფეთქლები.+
27 მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა და ვეღარ ადგა;მის ფეხებთან ჩაიკეცა და დაეცა.ჩაიკეცა და იქვე დაეცა ძლეული.
28 სარკმლიდან იყურებოდა ქალი,ცხაურიდან იყურებოდა სისერას დედა,რატომ აყოვნებსო მოსვლას მისი ეტლი,
რატომ არ ისმისო მისი ცხენებისა და ეტლების ხმა.+
29 მიუგებენ მას მისი ბრძენთა ბრძენი წარჩინებული ქალები,ის კი თავად პასუხობს თავის თავს:
30 ეტყობა ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ,ერთი ან ორი მხევალი თითო მებრძოლზე,ნადავლიდან ფერადი ქსოვილი სისერასთვის, ნადავლიდან ფერადი ქსოვილი,მოქარგული სამოსი, ფერადი ქსოვილი, ორი ხელი მოქარგული სამოსინადავლის დამტაცებელთა ყელის მოსართავადო.
31 იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი,+შენი მოყვარულები კი ამომავალ კაშკაშა მზესავით იყვნენ!“
მშვიდობა იყო იმ მიწაზე 40 წელი.+
სქოლიოები
^ თმის გაშლა შესაძლოა დადებულ აღთქმაზე ან ღვთისადმი მიძღვნაზე მიუთითებდეს.
^ სხვაგვარად — „საკრავებს ავაჟღერებ იეჰოვასთვის“.
^ ან შესაძლოა: „შეირყა“.
^ ან შესაძლოა: „სამწერლო ნივთების მფლობელნი“.