რომაელების მიმართ 13:1—14
13 ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას*,+ რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა.+ არსებულ ხელისუფლებებს ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ.+
2 ამიტომ, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთიური წესრიგის წინააღმდეგ მიდის და მსჯავრი ედება.
3 ხელისუფალთა შიში მათ კი არა აქვთ, ვინც კარგს აკეთებს, არამედ მათ, ვინც რამეს აშავებს.+ ასე რომ, თუ გინდა, ხელისუფლების არ გეშინოდეს, კარგი აკეთე+ და მისგან ქებას დაიმსახურებ,
4 რადგან ის ღვთის მსახურია შენსავე სასიკეთოდ. მაგრამ, თუ რამეს აშავებ, გეშინოდეს, რადგან ის ტყუილუბრალოდ არ ატარებს მახვილს, ის ხომ ღვთის მსახურია, ბოროტმოქმედთა დამსჯელი!
5 ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ მორჩილებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ სასჯელის შიშით, არამედ თქვენი სინდისის გამოც.+
6 ამიტომაც იხდით გადასახადებს, რადგან ხელისუფალნი ღვთის მსახურები არიან, მუდამ ხალხის სამსახურში მყოფნი.
7 ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი,+ ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც შიში — შიში+ და ვისაც პატივი — პატივი.+
8 არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა,+ რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონს ასრულებს.+
9 კანონები: „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ იქურდო,+ სხვისი არაფერი ისურვო“+ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია თავმოყრილი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+
10 ვისაც უყვარს, ბოროტს არ უკეთებს მოყვასს+ და ამგვარად ის კანონს ასრულებს.+
11 მაშ, ასე მოიქეცით, რადგან იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების დრო,+ ვინაიდან ხსნა ახლა უფრო ახლოა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
12 ღამე იწურება და დღე დგება. მაშ, მოვიშოროთ სიბნელის საქმეები+ და შევიმოსოთ სინათლის საჭურვლით!+
13 ღირსეულად მოვიქცეთ,+ ისე როგორც დღისით იქცევიან; ნუ მივეცემით სმასა და ღრეობას, უზნეობასა და თავაშვებულობას*,+ ნურც ვიდავებთ და ნურც შეგვშურდება.+
14 შეიმოსეთ უფალ იესო ქრისტეთი+ და ნუ იფიქრებთ იმაზე, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორციელი სურვილები!+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „უმაღლეს მმართველობას“.
^ ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.