ფსალმუნები 38:1—22
დავითის საგალობელი. მოსაგონებლად.
38 იეჰოვა, რისხვით ნუ შემაგონებდა მრისხანებით ნუ გამომასწორებ.+
2 ღრმად შემერჭო შენი ისრებიდა გამამწარა შენმა სასჯელმა.+
3 დამასნეულა შენმა რისხვამ,
სიმშვიდე დამიკარგა ჩემმა ცოდვამ.+
4 წამლეკა ჩემმა დანაშაულმა,+უმძიმეს ტვირთად დამაწვა.
5 დამიჩირქდა და ამიყროლდა ჭრილობებიჩემი უგუნურების გამო.
6 გატანჯული და სულგამწარებული ვარ,მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ.
7 მეწვის შიგნეული,დამისნეულდა სხეული.+
8 გავხევდი და მთლად გავნადგურდი.ხმამაღლა ვგმინავ მწუხარე გულის გამო.
9 იეჰოვა, შენ უწყი ჩემი ყველა სურვილიდა არც ჩემი ოხვრაა შენთვის დაფარული.
10 გული გამალებით მიცემს და ძალა გამომეცალა,თვალისჩინი წამერთვა.+
11 ნაცნობ-მეგობრებმა ზურგი მაქციეს დასნეულებულს;განზე გადგნენ ჩემი ახლობლები.
12 მახეებს მიგებენ ჩემი მოკვლის მსურველნი,ჩემს დაღუპვაზე ბჭობენ ჩემთვის ავისმზრახველნი;+მთელი დღე მზაკვრობას იზრახავენ.
13 მე კი არ ვისმენ, თითქოს ყრუ ვიყო,+და ვდუმვარ, როგორც მუნჯი.+
14 დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის,რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი თავდასაცავად;
15 ვინაიდან შენ გელი, იეჰოვა,+და შენც მიპასუხებ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო.+
16 ვთქვი: „ნუ გაიხარებენ ისინი ჩემი უბედურებითდა ნუ გამიმედიდურდებიან, თუკი ფეხი დამიცდება“.
17 ლამის დავეცი;არ მშორდებოდა ტკივილი.+
18 ვაღიარე დანაშაული;+ცოდვით ვიყავი გულდამწუხრებული.+
19 ჩემი მტრები, ძლიერნი და დაუცხრომელნი*,ჩემი უმიზეზოდ მოძულენი, ურიცხვნი გახდნენ.
20 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან;კარგის კეთების გამო მეწინააღმდეგებიან.
21 ნუ მიმატოვებ, იეჰოვა,
ჩემო ღმერთო, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან.+
22 იჩქარე ჩემ საშველად,იეჰოვა, ჩემო მხსნელო!+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „მრავლად არიან ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი“.