ფსალმუნები 41:1—13
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
41 ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს;+იეჰოვა იხსნის მას უბედურების ჟამს.
2 იეჰოვა დაიცავს მას და აცოცხლებს.
ბედნიერს უწოდებენ მას დედამიწაზე;+მის მტრებს არ აასრულებინებ საწადელს.+
3 იეჰოვა მხარში ამოუდგება მას ავადმყოფობის დროს;+შვებას მოჰგვრი სნეულს სარეცელზე.
4 ვთქვი: „წყალობა მიყავი, იეჰოვა!+
განმკურნე,+ რადგან შეგცოდე“.+
5 ჩემი მტრები ავს ამბობენ ჩემზე,
როდის მოკვდება და მოისპობაო მისი სახსენებელი.
6 როცა ჩემ სანახავად მოდიან, ცრუობენ,
დადარაჯებულნი არიან,რომ შემდეგ ჩემ საზიანოდ სხვებთან ილაპარაკონ.
7 ჩემი მოძულეები ერთმანეთს ეჩურჩულებიან,ბოროტებას იზრახავენ ჩემ წინააღმდეგ:
8 საშინელი რამ დაატყდა თავს,ლოგინად ჩავარდა და ვეღარ ადგებაო.+
9 მეგობარმა, რომელსაც ვენდობოდი+და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი.+
10 შენ კი, იეჰოვა, წყალობა მიყავი და წამომაყენე,რომ საკადრისი მივუზღა მათ.
11 ჩემს მტერს ჩემი უბედურებით რომ არ გაახარებ,
მივხვდები, რომ მიწონებ.+
12 შენდამი ერთგულების* გამო მხარში მიდგახარ;+მუდამ შენ წინაშე გეყოლები.+
13 იდიდოს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა,მარადიულად!+
ამინ, ამინ!
სქოლიოები
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“)