ფსალმუნები 50:1—23
ასაფის საგალობელი.+
50 უზენაესი ღმერთი იეჰოვა+ ლაპარაკობს;ის კრებს დედამიწის მკვიდრთმზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე.
2 სიონიდან, სრულქმნილი მშვენიერების სავანიდან,+ გამობრწყინდა ღმერთი.
3 მოვა ჩვენი ღმერთი და არ დადუმდება.+
შთამნთქმელი ცეცხლია მის წინაშე+და ქარიშხალი მძვინვარებს მის გარშემო.+
4 ის უხმობს მაღლით ცას და დაბლით მიწას,+რათა განიკითხოს თავისი ხალხი:+
5 „ჩემთან შეგროვდით, ჩემო ერთგულნო,თქვენ, ვინც მსხვერპლით მიდებთ შეთანხმებას“.+
6 ზეცა აცხადებს მის სიმართლეს,რადგან ღმერთია მოსამართლე.+ (სელა)
7 „ჩემო ხალხო, მისმინე და გეტყვი,შენ წინააღმდეგ დავამოწმებ, ისრაელო.+
მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი!+
8 არც შესაწირავის გამო შეგაგონებდა არც მთლიანად დასაწვავი მსხვერპლის გამო, რომელიც მუდამ ჩემ წინაშეა.+
9 არ მჭირდება შენი სახლიდან მოზვერი,არც შენი ფარეხებიდან — ვაცები,+
10 რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი+და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე.
11 ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი,+ჩემია ველის ურიცხვი ცხოველიც.
12 რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი,რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა და ყოველივე მასზე არსებული.+
13 განა შევჭამ მოზვრების ხორცსან შევსვამ ვაცების სისხლს?!+
14 მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს+და აღთქმები შეუსრულე უზენაესს.+
15 მომიხმე გაჭირვების ჟამს,+
გადაგარჩენ და შენც განმადიდებ“.+
16 ბოროტს ღმერთი ეტყვის:
„რა უფლებით ლაპარაკობ ჩემს წესებზე+ანდა ჩემს შეთანხმებაზე?!+
17 შენ ხომ გძულს დარიგებადა ყურს არ უგდებ ჩემს სიტყვებს.+
18 ქურდს საქციელს უწონებ*+და მრუშებთან მეგობრობ.
19 შენი ბაგე ბოროტებას ავრცელებსდა სიცრუე არ გშორდება ენიდან.+
20 ზიხარ და საკუთარ ძმას ძრახავ;+დედაშენის ვაჟზე აუგს ამბობ.
21 როცა ასე იქცეოდი, ვდუმდი,და გეგონა, რომ მეც შენნაირი ვიყავი,
მაგრამ ახლა შეგაგონებდა ბრალს დაგდებ.+
22 გთხოვთ, დაუკვირდით ამას, ღვთის დამვიწყებლებო,+თორემ დაგგლეჯთ და კაცი არ იქნება თქვენი მშველელი.
23 ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ის განმადიდებს!+ვინც სწორ გზას ადგას,მას ვუჩვენებ, რომ მხსნელი ღმერთი ვარ!“+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „მხარს უბამ ქურდს“.