ფსალმუნები 85:1—13
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ საგალობელი.
85 იეჰოვა, შენ მოწყალე თვალით გადმოხედე შენს მიწას,+დააბრუნე ტყვედ წასხმული იაკობის შთამომავლები.+
2 შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაულიდა მიუტევე ცოდვები.+ (სელა)
3 შენ შეიკავე რისხვა, დაიცხრე მრისხანება.+
4 კვლავ შეგვკრიბე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,და ნუღარ გაგვიწყრები.+
5 ნუთუ მარადიულად იქნები განრისხებული ჩვენზე?!+
ნუთუ თაობიდან თაობაში არ მოიბრუნებ ჩვენზე გულს?!
6 ნუთუ აღარ გამოგვაცოცხლებ,რომ შენით გაიხაროს შენმა ხალხმა?!+
7 გამოავლინე შენი ურყევი სიყვარული*, იეჰოვა,+ და გვიხსენი.
8 მოვისმენ, რასაც ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, იტყვის,რადგან მშვიდობას აუწყებს თავის ხალხს,+ თავის ერთგულებს;
ნუღარ გახდებიან თავდაჯერებულნი.+
9 მალე მოევლინება თავის მოშიშებს მხსნელად,+რათა თავისი დიდების სამკვიდროდ აქციოს ჩვენი მიწა.
10 სიყვარული* და ერთგულება შეხვდებიან ერთმანეთს,სიმართლე და მშვიდობა გადაკოცნიან ერთიმეორეს.+
11 ერთგულება აღმოცენდება მიწიდანდა სიმართლე გადმოიხედავს ზეციდან.+
12 იეჰოვა კარგს არაფერს დაიშურებს ჩვენთვის+და მიწა მოგვცემს მოსავალს.+
13 წინ წაუძღვება მას სიმართლე+და გზას გაუკვალავს.
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).