ქებათა ქება 8:1—14
-
შულამელი გოგო (1—4).
-
„ნეტავ ჩემს ძმასავით ყოფილიყავი“ (1).
-
-
შულამელი გოგოს ძმები (5ა).
-
თავის სატრფოზე დაყრდნობილი.
-
-
შულამელი გოგო (5ბ—7).
-
„სიყვარული სიკვდილივით ძლიერია“ (6).
-
-
შულამელი გოგოს ძმები (8, 9).
-
„თუ იგი გალავანი იქნება... მაგრამ, თუ კარი იქნება...“ (9).
-
-
შულამელი გოგო (10—12).
-
„მე გალავანი ვარ“ (10).
-
-
მწყემსი (13).
-
„მეც გამაგონე შენი ხმა“.
-
-
შულამელი გოგო (14).
-
იჩქარე ქურციკივით.
-
8 „ნეტავ ჩემს ძმასავით ყოფილიყავი,დედაჩემის ძუძუ რომ უწოვია!
ქუჩაში რომ შეგხვედროდი, გაკოცებდი+და არავინ დამძრახავდა.
2 წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში მიგიყვანდი,+მის სახლში, ვინც ბევრი რამ მასწავლა.დაგალევინებდი სურნელოვან ღვინოს
და ბროწეულის ახალგამოწურულ წვენს.
3 მისი მარცხენა თავქვეშ მედებოდადა მარჯვენა მომეხვეოდა.+
4 გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო,
ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ ჩემში სიყვარულს,სანამ თავისით არ მოვა!“+
5 „ეს ვინ არის, უდაბნოდან რომ მოდისთავის სატრფოზე დაყრდნობილი?“
„ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე,
იქ, სადაც დედაშენმა გაგაჩინა,
სადაც მან იმშობიარა.
6 ნეტავ შენს გულზე დასმული ბეჭედი ვიყო,შენს მხარზე დასმული ბეჭედი.სიყვარული სიკვდილივით ძლიერია,+ერთგულება — სამარესავით* შეუპოვარი.
მისი ალი აბრიალებული ცეცხლია, იაჰის* ალია.+
7 სიყვარულს წყლის დიდი ნაკადიც კი ვერ ჩააქრობს,+მას ვერც მდინარეები წალეკავენ.+
სიყვარულის მოსაპოვებლად კაცმა მთელი ქონებაც რომ გაიღოს,ზიზღისთვის იქნება ის განწირული“.
8 „პატარა და გვყავს,+რომელსაც ძუძუები ჯერ არ დამჩნევია.
რა ვუყოთ ჩვენს დასიმ დღეს, როცა მასზე ალაპარაკდებიან?“
9 „თუ იგი გალავანი იქნება,ვერცხლის ქონგურებს დავაშენებთ მასზე;
მაგრამ, თუ კარი იქნება,კედრის ფიცრით ჩავკეტავთ“.
10 „მე გალავანი ვარდა ჩემი ძუძუები კოშკებივითაა.
ამიტომაც ხედავს ის,რომ გულდამშვიდებული ვარ.
11 სოლომონს ბაალ-ჰამონში ვენახი ჰქონდა,+
რომელიც მომვლელებს ჩააბარა;
თითოეულს დაკრეფილი ყურძნის სანაცვლოდ ათასი ვერცხლი მიჰქონდა.
12 მეც მაქვს ვენახი, ოღონდ ის მხოლოდ ჩემია.
შენ ათასი ვერცხლი გრჩება, სოლომონ,მომვლელებს კი — ორასი“.
13 „ბაღნარის მკვიდრო,+მეგობრები ისმენენ შენს ხმას.
მეც გამაგონე შენი ხმა“.+
14 „იჩქარე, ჩემო საყვარელო!ქურციკივით და ირემივით მარდად გადმოსერე+სურნელოვანი მცენარეებით დაფარული მთები“.
სქოლიოები
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.