არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძველესი ქალაქი ტოლედო, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს, შესანიშნავად წარმოაჩენს ესპანელი ხალხის ისტორიასა და კულტურას. 1986 წელს ეს ქალაქი მსოფლიო საგანძურის სიაში შეიტანეს

ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ესპანეთში

სტუმრად ესპანეთში

ესპანეთი ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და საკმაოდ მრავალეროვანი ქვეყანაა. ის გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ხორბლის ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის კორომებს უკავია. სამხრეთით აფრიკის კონტინენტი მდებარეობს, რომლისგანაც ამ ქვეყანას, სულ რაღაც, 14-კილომეტრიანი სიგანის სრუტე აშორებს.

ძველად ესპანეთში სხვადასხვა ხალხები, მათ შორის ფინიკიელები, ბერძნები და კართაგენელები დასახლდნენ. ძვ. წ. მე-3 საუკუნეში ესპანეთში რომაელები შეიჭრნენ, რომლებმაც ახალდაპყრობილი ტერიტორია თავის სამფლობელოდ აქციეს. მოგვიანებით ესპანეთი ვესტგუთებმა, შემდეგ კი მავრებმა დაიპყრეს. დამპყრობლებმა ამ ქვეყანას თავიანთი კულტურული კვალი დააჩნიეს.

2015 წელს ესპანეთს 68 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. მნახველებს ამ მზიან ქვეყანაში არა მხოლოდ ოქროს სანაპიროები, არამედ მდიდარი ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუშები იზიდავს. სტუმრებს არანაკლებ ხიბლავს ესპანური სამზარეულო. ტრადიციული ესპანური საკვებია: ზღვის პროდუქტები, შებოლილი ლორი, მოშუშული ხორცი, სალათები და ბოსტნეული, რომლისგანაც ხან ცხელ კერძს ამზადებენ, ხანაც ზეითუნის ზეთთან ერთად ცოცხლად მიირთმევენ. ესპანური ომლეტები „ტაპასი“ და „პაელია“ მთელ მსოფლიოშია განთქმული.

„მარისკადა“ — ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული ტრადიციული კერძი

ცეკვა ფლამენგო

ესპანელები ძალიან მეგობრული და გულღია ხალხია. უმეტესი მათგანი კათოლიკეა, მაგრამ სინამდვილეში ცოტა თუ ესწრება მესას. ბოლო წლებში ესპანეთში აფრიკიდან, აზიიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ბევრი ემიგრანტი ჩავიდა, რომელთაც ძალიან სიამოვნებთ საკუთარ რელიგიურ შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებებზე საუბარი. იეჰოვას მოწმეები ხშირად ესაუბრებიან მათ და ეხმარებიან ამა თუ იმ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისის გაგებაში.

2015 წელს იეჰოვას მოწმეებმა ააშენეს და გაარემონტეს 70 სამეფო დარბაზი (ადგილი, სადაც ღვთის თაყვანსაცემად იკრიბებიან). აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებში 10 500-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად მოწმეებს მიწის ნაკვეთი მერიამ გამოუყო. ემიგრანტებმა ჭეშმარიტება მშობლიურ ენაზე რომ მოისმინონ, იეჰოვას მოწმეები ესპანურის გარდა კიდევ 30-ზე მეტ ენაზე ატარებენ შეხვედრებს. 2016 წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ, 186 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.