მკითხველთა შეკითხვები
მართებულია, ქრისტიანმა ცეცხლსასროლი იარაღი, მაგალითად პისტოლეტი ან შაშხანა, იქონიოს თავდამსხმელებისგან თავის დასაცავად?
ქრისტიანებს გონიერების ფარგლებში შეუძლიათ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მაგრამ მათ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება მართებთ. ამ პრინციპების თანახმად, ქრისტიანმა ადამიანების წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგალითად პისტოლეტი, შაშხანა ან სხვა მსგავსი რამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად. დაფიქრდით ქვემოთ მოყვანილ რამდენიმე პრინციპზე.
იეჰოვას თვალში ადამიანის სიცოცხლე წმინდაა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა იცოდა, რომ იეჰოვასთან „არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმ. 36:9). ამიტომ, თუ ქრისტიანი გადაწყვეტს საკუთარი თავის ან ქონების დასაცავად გონიერების ფარგლებში ზომების მიღებას, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ ხელყოს სხვისი სიცოცხლე და არ გახდეს სისხლის ღვრაში დამნაშავე (კან. 22:8; ფსალმ. 51:14).
ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა საგანი გამოიყენოს სხვის მოსაკლავად, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღით ამის გაკეთება, იქნება ეს შემთხვევით თუ განზრახ, გაცილებით იოლია. * გარდა ამისა, თუ თავდამსხმელი, რომელიც შესაძლოა გაღიზიანებულია, დაინახავს, რომ ხელში ცეცხლსასროლი იარაღი გიჭირავთ, დიდი ალბათობაა, რომ სიტუაცია უფრო დაიძაბოს და მსხვერპლით დასრულდეს.
როცა იესომ დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს თავის მოწაფეებს უთხრა, მახვილები ლუკ. 22:36, 38). პირიქით, იესოს უნდოდა ესწავლებინა მოწაფეებისთვის, რომ მათ შეიარაღებული ბრბოს წინააღმდეგაც კი არ უნდა მიემართათ ძალადობისთვის (ლუკ. 22:52). მას შემდეგ, რაც პეტრემ მახვილით მღვდელმთავრის მონას ყური ჩაათალა, იესომ უთხრა პეტრეს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“. ეს სიტყვები წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპს, რომელსაც იესოს მიმდევრები დღესაც იცავენ (მათ. 26:51, 52).
თან წაეღოთ, მას თავის დაცვა არ ჰქონდა მხედველობაში (მიქას 4:3-ის თანახმად, ღვთის მსახურები „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს“. ჭეშმარიტი ქრისტიანების მხრიდან ასეთი მოქმედება ეთანხმება პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებით დაწერილ რჩევას: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომ. 12:17, 18). პავლეს არაერთი სირთულის გადატანა მოუწია. მაგალითად, ის ბევრჯერ იყო „საფრთხეში ყაჩაღებისგან“, მაგრამ თავისი სიტყვების ერთგული დარჩა და საკუთარი უსაფრთხოება ბიბლიურ პრინციპებზე მაღლა არასდროს დაუყენებია (2 კორ. 11:26). პავლე ენდობოდა ღმერთს და წმინდა წერილებიდან შეძენილ სიბრძნეს, რომელიც „საბრძოლო იარაღს სჯობია“ (ეკლ. 9:18).
ქრისტიანებისთვის სიცოცხლე მატერიალურ ნივთებზე გაცილებით ძვირფასია. ადამიანის „სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკ. 12:15). ასე რომ, თუ რბილი ენით ვერაფერს გავხდებით შეიარაღებული მძარცველის წინაშე, გონივრული იქნება, გავითვალისწინოთ იესოს რჩევა: „ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს“, და თუ საჭირო გახდება, მზად ვიყოთ, ყველაფერი მივცეთ, რასაც მოითხოვს (მათ. 5:39, 40; ლუკ. 6:29). * საუკეთესო გამოსავალი მაინც თავდასხმის თავიდან არიდებაა. თუ ქონებით არ ვიტრაბახებთ და სამეზობლოში მშვიდობის მოყვარული ღვთის მსახურის სახელი გვექნება, შეიძლება თავიდან ავირიდოთ შეიარაღებული თავდასხმის საფრთხე (1 იოან. 2:16; იგავ. 18:10).
ქრისტიანები უფრთხილდებიან სხვების სინდისს (რომ. 14:21). თუ ქრისტიანი ცეცხლსასროლ იარაღს ინახავს თავდამსხმელებისგან თავის დასაცავად, შეიძლება კრების წევრებზე უარყოფითად იმოქმედოს ან დააბრკოლოს კიდეც ვინმე. სიყვარული აღგვძრავს, საკუთარ ინტერესებზე წინ სხვების ინტერესები დავაყენოთ მაშინაც კი, თუ საჭირო გახდება იმის დათმობა, რასაც ჩვენს კანონიერ უფლებად მივიჩნევთ (1 კორ. 10:32, 33; 13:4, 5).
ქრისტიანები ვცდილობთ, სამაგალითონი ვიყოთ (2 კორ. 4:2; 1 პეტ. 5:2, 3). თუ ქრისტიანი ბიბლიური რჩევის მიღების შემდეგაც გადაწყვეტს, ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი თავდამსხმელებისგან თავის დასაცავად, ის სამაგალითო ქრისტიანად არ ჩაითვლება. ის ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ მიიღებს კრებაში. იგივე შეიძლება ითქვას მასზეც, ვინც სამსახურში ცეცხლსასროლ იარაღს ატარებს. უმჯობესი იქნება, მან სხვა სამსახური მოძებნოს! *
ქრისტიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად იმუშაოს და როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი თუ ქონება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს მან უნდა იხელმძღვანელოს ბიბლიური პრინციპებით, რომლებიც ღვთის სიბრძნესა და ჩვენდამი მის სიყვარულს ირეკლავს. ამიტომ სულიერად მოწიფული ქრისტიანები არ ინახავენ ცეცხლსასროლ იარაღს თავდამსხმელებისგან თავის დასაცავად. მათ ესმით, რომ ნამდვილი და მარადიული უსაფრთხოება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ მიენდობიან ღმერთს და იცხოვრებენ ბიბლიური პრინციპების თანახმად (ფსალმ. 97:10; იგავ. 1:33; 2:6, 7).
^ აბზ. 3 ქრისტიანს შეიძლება ჰქონდეს იარაღი (მაგალითად, შაშხანა ან სანადირო თოფი), რომ ცხოველებზე საკვების მოსაპოვებლად ინადიროს ან გარეული ცხოველებისგან თავი დაიცვას. მაგრამ, როცა იარაღს არ იყენებს, უმჯობესია, ის განმუხტულ და დაშლილ მდგომარეობაში შეინახოს უსაფრთხო ადგილას. იქ, სადაც იარაღის ქონა იკრძალება, შეზღუდულია ან სხვა სახის რეგულაციები მოქმედებს, ქრისტიანები უნდა დაემორჩილონ კანონს (რომ. 13:1).
^ აბზ. 2 ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანმა თავი დაიცვას გაუპატიურებისგან, იხილეთ 1993 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 6—8 (რუს.); „ახალგაზრდების შეკითხვები“, ტ. 1, თავი 32.
^ აბზ. 4 ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია განხილულია „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: 2005 წლის 1 ნოემბერი, გვერდი 31 და 1984 წლის 1 თებერვალი, გვერდები 18, 19 (რუს.).