სწორი თუ არასწორი — არჩევანი ჩვენზეა
როგორ წარიმართება ჩვენი ცხოვრება, დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფასეულობებით ვცხოვრობთ. ჩვენმა შემოქმედმა კარგად იცის ეს, ამიტომაც სურს, რომ მისი ბრძნული პრინციპებით ვიცხოვროთ.
იეჰოვას სურს, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს
„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, შენ სასიკეთოდ გასწავლი და მიგიძღვი იმ გზაზე, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18).
იეჰოვა ჩვენი შემოქმედია და კარგად იცის, რა აჯობებს ჩვენთვის. მას სურს, ყურად ვიღოთ მისი მითითებები, რადგან ეს ჩვენს კეთილდღეობას მოემსახურება. თუ ღვთის ხელმძღვანელობას მივყვებით, ეს სანანებელი არასდროს გაგვიხდება, რადგან ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ეს კი თავის მხრივ ჩვენს მშვიდობასა და ბედნიერებას მოემსახურება.
იეჰოვა შეუძლებელს არ გვთხოვს
„მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, არც ძნელი დასაცავია და არც მიუწვდომელი“ (კანონი 30:11).
ღვთის პრინციპებით რომ ვიცხოვროთ, შეიძლება ცვლილებები დაგვჭირდეს ჩვენს აზროვნებასა 1 იოანე 5:3).
თუ საქციელში. თუმცა იეჰოვა ისეთს არაფერს მოგვთხოვს, რისი გაკეთებაც ჩვენს ძალებს აღემატება. ის ჩვენი შემოქმედია და კარგად იცის, რა შეგვიძლია და რა არა. თუ უკეთ გავეცნობით ღმერთს, მივხვდებით, რომ „მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (იეჰოვა მხარში ამოუდგება ყველას, ვინც მისი ნორმებით ცხოვრობს
„მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!“ (ესაია 41:13).
შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის დახმარებით შევძლებთ მისი ნორმებით ცხოვრებას. მის სიტყვაში ჩაწერილი აზრები ძალებს შეგვმატებს და დაგვაიმედებს.
მილიონობით ადამიანი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ ბიბლიური რჩევები ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. ვებგვერდზე jw.org გაეცანით ბროშურას „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“; მასში განიხილება შემდეგი საკითხები:
-
როგორ დაგეხმარებათ ბიბლია?
-
ბიბლია მომავლის იმედს გვისახავს
-
შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიას?
თუ გამოიკვლევთ ღვთის სიტყვას, დარწმუნდებით, რომ ის მოძველებული წიგნი არ არის, არამედ „სანდოა . . . ახლაც და მარადიულადაც“ (ფსალმუნი 111:8). მასში ჩაწერილი რჩევების გამოყენება ისევ და ისევ ჩვენს კეთილდღეობას მოემსახურება. თუმცა ღმერთი არავის გვაიძულებს, რომ მისი ნორმებით ვიცხოვროთ (კანონი 30:19, 20; იესო ნავეს ძე 24:15). არჩევანი ჩვენზეა.