არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასაღები 3 ერთსულოვნება

გასაღები 3 ერთსულოვნება

გასაღები 3 ერთსულოვნება

„ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას... თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“ (ეკლესიასტე 4:9, 10)

რას ნიშნავს? ცოლ-ქმარი ბედნიერია, როცა ღვთის მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს აფასებს (ეფესოელები 5:22—24). ქმარიც და ცოლიც ყველაფერს არქმევენ „ჩვენ და ჩვენი“ და არა „მე და ჩემი“. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არაფერს აკეთებენ, როგორც ეს დაქორწინებამდე იყო. ბიბლიაში წერია, რომ მეუღლეები „ერთი ხორცი“ არიან, რაც არა მხოლოდ მათი კავშირის მუდმივობაზე, არამედ მათ სიახლოვეზეც მიუთითებს (დაბადება 2:24).

რატომ არის მნიშვნელოვანი? თუ ერთსულოვანნი არ იქნებით, უმნიშვნელო პრობლემები შეიძლება მალე დიდ პრობლემებად აქციოთ და მათი მოგვარების ნაცვლად, ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. კარგი ცოლ-ქმარი შეიძლება შევადაროთ ორ პილოტს, რომლებიც ფრენის ერთი გეგმით ერთ თვითმფრინავს მართავენ. ისინი არ ჰგვანან იმ ორ პილოტს, რომლებიც სხვადასხვა თვითმფრინავს მართავენ და სადაცაა ერთმანეთს შეეჯახებიან. გაუგებრობის შემთხვევაში დროსა და ენერგიას ერთმანეთის დადანაშაულებაში კი ნუ დახარჯავთ, არამედ გამოსავალი ეძებეთ.

სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ხართ თუ არა ერთსულოვანნი:

ვთვლი, რომ ჩემი ნაშოვნი ფული მხოლოდ ჩემია?

შორს ვიჭერ თავს მეუღლის ნათესავებისგან, მაშინ როცა ჩემს მეუღლეს მათთან ახლო ურთიერთობა აქვს?

უკეთესად ვისვენებ მეუღლის გარეშე?

მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ უფრო ერთსულოვანნი იყოთ.

დაინტერესდით, რას ფიქრობს ამ საკითხზე თქვენი მეუღლე.

[სურათი 5 გვერდზე]

ერთსულოვანი მეუღლეები ჰგვანან ორ პილოტს, რომლებსაც ფრენის ერთი გეგმა აქვთ