გსურთ, იყოთ ღვთის მეგობარი?
გსურთ, იყოთ ღვთის მეგობარი?
● როგორ უპასუხებდი ამ კითხვას? ამ კითხვაზე პასუხად ერთმა ახალგაზრდა გოგომ, რომელიც გერეროს შტატში (მექსიკა) ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს, თქვა, რომ ღმერთთან მეგობრობა შეუძლებელია. ორმა იეჰოვას მოწმემ მას აჩვენა ბროშურა „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“ მის მშობლიურ ენაზე. ის გააოგნა თავის ენაზე, ტლაპანეკზე, ბროშურის ნახვამ, რადგან ამ ენაზე მხოლოდ მთავრობის მიერ გამოცემული რამდენიმე პუბლიკაცია ჰქონდა ნანახი.
მოწმეებმა მას აუხსნეს, რომ ეს ბროშურა იმ სიყვარულის მტკიცება იყო, რომელიც შემოქმედს მის მიმართ აქვს. ეს ბროშურა მას ღვთის გაცნობაშიც დაეხმარებოდა. გოგონა მაშინვე შეუდგა პირველი გაკვეთილის კითხვას „ღმერთი დამეგობრებას გთავაზობს“. როცა ბოლომდე ჩაიკითხა, წამოიძახა: „მინდა, ღვთის მეგობარი ვიყო. შეგიძლიათ ბიბლია მომცეთ?“. მომდევნო შეხვედრის დროს, როცა მოწმეებმა მას ბიბლია მიუტანეს, გოგონას დედამ მათ სთხოვა, დარჩენილიყვნენ და უფრო მეტი მოეყოლათ ღმერთზე.
ტლაპანეკი მექსიკაში მცხოვრებ ინდიელთა 17 ენიდან ერთ-ერთია, რომელზეც ბროშურა „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“ იბეჭდება. მთლიანობაში ეს ბროშურა ხელმისაწვდომია 278 ენაზე (მათ შორის ბრაილის შრიფტით). თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გამოგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს ბროშურა.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.