არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ქვეყნები და ხალხები | აზერბაიჯანი

სტუმრად აზერბაიჯანში

სტუმრად აზერბაიჯანში

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ყველაზე დიდი ქვეყანაა. დაახლოებით ათასი წლის წინ ამ ტერიტორიაზე თურქულმა ტომებმა დაიწყეს ჩასახლება. დროთა განმავლობაში ჩასულებისა და ადგილობრივების ტრადიციები ერთმანეთს შეერწყა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ აზერბაიჯანული, თურქული და თურქმენული ენები ერთმანეთის მონათესავე ენებად ითვლება.

აზერბაიჯანელები თბილი და მხიარული ხალხია; აქვთ მტკიცე ოჯახები; ნათესავებმა გასაჭირში ერთმანეთის მხარში ამოდგომა იციან.

აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ მუსიკა და პოეზია. მათი ფოლკლორის ტრადიციული ჟანრია „მუღამი“. „მუღამის“ შესრულების დროს მომღერალი კლასიკურ პოეზიას აზერბაიჯანული ხალხური ინსტრუმენტების აკომპანემენტის თანხლებით ასრულებს. შემსრულებელმა კარგად უნდა იცოდეს ტრადიციული „მუღამის“ რეპერტუარი და უნდა შეეძლოს იმპროვიზაცია.

ჩაი აზერბაიჯანული კულტურის განუყრელი ნაწილია

 ჩაი აზერბაიჯანული კულტურის განუყრელი ნაწილია. საგულდაგულოდ მომზადებულ ჩაის მსხლის ფორმის ჭიქებში ასხამენ, შიგ ნატეხ შაქარს აგდებენ და ნუშთან, ქიშმიშთან და ფისტასთან ერთად სიამოვნებით მიირთმევენ. ჩაიხანებს პატარა ქალაქებშიც კი შეხვდებით.

ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს კასპიის ზღვა, რომელშიც ბინადრობს ზუთხი. ზუთხის ერთ-ერთი სახეობა, სვია, 100 წელზე მეტს ცოცხლობს. ყველაზე დიდი სვია, რაც კი ოდესმე დაუჭერიათ 8,5 მეტრი სიგრძის იყო და 1 297 კილოგრამს იწონიდა. ზუთხის ქვირითისგან ამზადებენ საყოველთაოდ ცნობილ და ძვირადღირებულ შავ ხიზილალას.

აზერბაიჯანელები საკმაოდ რელიგიურები არიან. მათ ძალიან უყვართ ღმერთზე საუბარი. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმანია, თუმცა აქ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც ნახავთ, მათ შორის იეჰოვას მოწმეებსაც, რომელთა რიცხვი ათასს სცდება და მათგან უმეტესობა ადგილობრივია.

Traditional Azeri musicians

იცოდით თუ არა?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები მილიონობით ადამიანს ასწავლიან ბიბლიას. ამისათვის იყენებენ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რომელიც ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ენაზე, მათ შორის აზერბაიჯანულზეც.