არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

შეერთებული შტატები

ერთი გამოკვლევის თანახმად, ფეხით მოსიარულეთა თითქმის ერთი მესამედი გადატვირთული ქუჩების გადაკვეთისას მობილურზე ლაპარაკობდა, მუსიკას უსმენდა ან სხვა რამით იყო დაკავებული, რაც მათ ყურადღებას უფანტავდა. ყველაზე სახიფათო სიტუაციას SMS-ების წერა ქმნიდა. ასეთებს 18 პროცენტით მეტი დრო სჭირდებოდათ ქუჩის გადასაკვეთად, ვიდრე მათ, ვისაც ყურადღება სხვა რამეზე არ ჰქონდა გადატანილი. თითქმის 4-ჯერ მეტი იყო იმის ალბათობა, რომ ისინი უგულებელყოფდნენ შუქნიშანს, გზას კვეთდნენ იქ, სადაც არ იყო ნებადართული ან გზის გადაკვეთამდე არ ამოწმებდნენ, რამდენად უსაფრთხო იყო გადასვლა.

ნიგერია

ტრეფიკერები ქალებს, რომლებიც ნიგერიიდან ევროპაში გადაჰყავთ, მაგიურ საკულტო ნაგებობაში საიდუმლოების ფიცის დადებას აიძულებენ. სექსუალური დამონებისა და დამორჩილების მიზნით, ტრეფიკერები ამ ქალებში ღრმად ფესვგადგმულ შიშს აღვივებენ, რომ სულთა სამყაროსგან დაისჯებიან.

ესპანეთი

იმ ადამიანების 5—10 პროცენტი, რომლებიც დიდი ხანია უმუშევრები არიან, თავიანთ რეზიუმეში არ უთითებენ, რომ უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება აქვთ, რადგან არ უნდათ, დამსაქმებელმა იფიქროს, რომ ზედმეტად კვალიფიცირებულები არიან.

მსოფლიო

განვითარებად ქვეყნებში სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვამლია, რომელიც თუნუქის ღუმელში შეშის ან ქვანახშირის წვის შედეგად გამოიყოფა. ამ ქვეყნებში ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება კვამლით გამოწვეული რესპირატორული დაავადებებით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტოქსინები, რომლებიც ასეთ ღუმლებში გამოიყოფა ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც სიგარეტის ბოლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები.