არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

მსოფლიო

„ყოველ წელს, დაახლოებით 3 მილიონი ბავშვი იღუპება დაბადებიდან ერთ თვის განმავლობაში იმ მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილებაც უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია. ამ ბავშვების ერთი მესამედი ერთ დღესაც ვერ ცოცხლობს“ (საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“).

დიდი ბრიტანეთი

ინგლისის ჯანდაცვის მონაცემებით 2011 წელს ლონდონის 15 უბანში გარემოს დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საკვირველია, რომ დიზელს, რომელიც გარემოსთვის ნაკლებად საზიანო საწვავად ითვლება, პოპულარიზაცია ეწევა იმის გამო, რომ დიზელის ძრავა ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ლონდონის ამ უბნებში დაბინძურებული ჰაერის 91% სწორედ დიზელის გამონაბოლქვზე მოდის.

რუსეთი

რუსეთში 2013 წელს ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ რუსების დაახლოებით 52 პროცენტს, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევენ, არასოდეს წაუკითხავს ბიბლიის ერთი მონაკვეთიც კი, 28 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ იშვიათად ლოცულობს.

აფრიკა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით მიწის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული გაუგებრობები აფერხებს სასოფლო-სამეურნეო საქმეებს, რაც ხელს უწყობს სიღარიბის ზრდას. მსოფლიოში აუთვისებელი მიწების ნახევარი, დაახლოებით 202 მილიონი ჰექტარი, აფრიკაზე მოდის, სადაც მიწის მხოლოდ ერთი მეოთხედი მუშავდება.

შეერთებული შტატები

რამდენიმე სკოლასა და უნივერსიტეტში დიაწყეს სახელმძღვანელოების პლანშეტური კომპიუტერებით (ტაბლეტი) ჩანაცვლება, სადაც ჩატვირთულია აუცილებელი წასაკითხი მასალა, სხვადასხვა პროგრამა და სხვა საჭირო ინფორმაცია. თუმცა საკითხავია, არის თუ არა პლანშეტური კომპიუტერების გამოყენება უფრო ეკონომიური.