არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელახლა შობა რა მიზანი აქვს მას?

ხელახლა შობა რა მიზანი აქვს მას?

ხელახლა შობა რა მიზანი აქვს მას?

ბევრს სჯერა, რომ ხელახლა დაბადება მარადიული ხსნისთვის არის საჭირო. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ ხელახლა შობის შესახებ: „თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:3). ამგვარად, ხელახლა დაბადება იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანი ღვთის სამეფოში შევიდეს და არა იმისთვის, რომ მარადიული ხსნა მოიპოვოს. მაგრამ შეიძლება ვინმემ იკითხოს: „განა ერთი და იგივე არ არის ღვთის სამეფოში შესვლა და ხსნის მოპოვება?“ რა თქმა უნდა, არა. მათ შორის განსხვავების დასანახვებლად, თავდაპირველად განვიხილოთ, რას ნიშნავს გამოთქმა „ღვთის სამეფო“.

სამეფო ხელისუფლებაა. ასე რომ, გამოთქმა „ღვთის სამეფო“ ნიშნავს „ღვთის ხელისუფლებას“. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მეფე არის იესო ქრისტე, „კაცის ძე“, რომელსაც ჰყავს თანამმართველები (დანიელი 7:1, 13, 14; მათე 26:63, 64). ამასთანავე, მოციქული იოანეს ხილვიდან ჩანს, რომ ეს თანამმართველები არჩეულნი არიან „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ და ისინი „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10; 20:6). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ისინი, ვინც იესო ქრისტესთან ერთად იმმართველებენ, ქმნიან „მცირე სამწყსოს“. მათი რიცხვი 144 000-ია და ისინი ‘დედამიწიდან არიან ნაყიდნი’ (ლუკა 12:32; გამოცხადება 14:1, 3).

საიდან იმმართველებს ღვთის სამეფო? „ღვთის სამეფოს“ აგრეთვე „ზეციერი სამეფო“ ეწოდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იესო და მისი თანამეფეები ზეციდან იმმართველებენ (ლუკა 8:10; მათე 13:11). ამგვარად, ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელშიც შედიან იესო ქრისტე და ადამიანთაგან ამორჩეული თანამმართველები.

მაშ, რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ „ღვთის სამეფოში შესასვლელად“ ადამიანი ხელახლა უნდა დაბადებულიყო? იმას, რომ ხელახლა დაბადება მას სჭირდებოდა, ვინც ქრისტესთან ერთად იმმართველებდა ზეცაში. ამგვარად, ხელახლა შობის მიზანია, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ზეცაში მეფობისთვის მომზადდეს.

როგორც დავინახეთ, ხელახლა შობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ღვთისგან ხდება და იმ მიზანს ემსახურება, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ზეცაში მეფობისთვის მომზადდეს. მაგრამ, როგორ ხდება ხელახლა შობა?

[ჩანართი 7 გვერდზე]

ხელახლა შობის მიზანია, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ზეცაში მეფობისთვის მომზადდეს

[სურათი 7 გვერდზე]

იესო ქრისტე და ადამიანთაგან ამორჩეული თანამმართველები ღვთის სამეფოში იმეფებენ