არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცდარი შეხედულება 5: მარიამი ღვთისმშობელია

მცდარი შეხედულება 5: მარიამი ღვთისმშობელია

მცდარი შეხედულება 5: მარიამი ღვთისმშობელია

საიდან წარმოიშვა? «ღვთისმშობლის თაყვანისცემა განსაკუთრებით მაშინ გავრცელდა, როცა . . . წარმართებმა ინტენსიურად დაიწყეს ეკლესიისკენ დენა . . . საუკუნეების მანძილზე მათ [ქრისტიანობაზე მოქცეულ წარმართთა] ღვთისმოსაობასა და რელიგიურ წარმოდგენებს „დიდი დედისა“ და „ღვთაებრივი ქალწულის“ კულტი აყალიბებდა» (The New Encyclopædia Britannica, 1988, ტ. XVI, გვ. 326, 327).

რას ამბობს ბიბლია? „აჰა, მუცლად იღებ, და შობ ძეს, და უწოდებ მას სახელად იესოს. დიდი იქნება იგი, და უზენაესის ძედ იწოდება . . . ამიტომაც ღმერთის ძედ იწოდება წმიდა შობილი“ (ლუკა 1:31—35, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

როგორც ამ ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, მარიამი „ღვთის ძის“ დედა იყო და არა თავად ღმერთის. როგორ იღებდა მუცლად მარიამი მას, ვისაც „ზეცა, ზეცათა ზეცა“ ვერ იტევს? (1 მეფეები 8:27). მარიამს არასდროს ჰქონია პრეტენზია ღვთისმშობლობაზე. სწორედ სამების დოგმატმა გამოიწვია დაბნეულობა მარიამის ვინაობის შესახებ. ახ. წ. 431 წელს ეფესოს საეკლესიო კრებამ მას „თეოტოკოს“ (ბერძნული სიტყვა, ნიშნავს „ღვთისმშობელს“) ანუ „დედა ღვთისა“ უწოდა, რამაც მარიამის თაყვანისცემას ჩაუყარა საფუძველი. ქალაქი ეფესო, სადაც ეს საეკლესიო კრება გაიმართა, საუკუნეების განმავლობაში ნაყოფიერების წარმართული ქალღმერთის, არტემიდას თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო.

სწორედ „ცით მოვლენილი“ არტემიდას კულტის თაყვანისცემის სხვადასხვა თავისებურება დაედო საფუძვლად იმ საზეიმო სვლებს, რომლებიც მარიამის თაყვანისცემას ახასიათებს (საქმეები 19:35). კიდევ ერთი მცდარი წეს-ჩვეულება, რომელიც ქრისტიანობაში თანდათანობით დამკვიდრდა, მარიამისა თუ სხვათა გამოსახულებების თაყვანისცემაა.

წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: მათე 13:53—56; მარკოზი 3:31—35; ლუკა 11:27, 28.

სინამდვილეში:

მარიამი ღვთის ძის დედა იყო და არა თავად ღმერთის. სამების დოგმატმა დასაბამი მისცა მარიამის, როგორც ღვთისმშობლის თაყვანისცემას