მტკიცედ იდექით რწმენაში!
ახალგაზრდებისთვის
მტკიცედ იდექით რწმენაში!
მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?
მოქმედი პირები: იერემია, ებედ-მელექი, მეფე ციდკია.
მოკლე მიმოხილვა: იერემია იუდეველებისგან დიდ წინააღმდეგობას ხვდება, როცა მათ ღვთის სახელით ეუბნება, ჩაჰბარდნენ ქალდეველებს.
1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე იერემიას 38:1—5.
როგორ ფიქრობ, რას გრძნობდა იერემია, როცა იუდეველებს ელაპარაკებოდა?
․․․․․
რა ტონით გადასცემდა იერემია ხალხს ღვთის გაფრთხილებას?
․․․․․
გამოიკვლიე
რა აძლევდა იერემიას იმის ძალას, რომ გაბედულად გაეცხადებინა ღვთის სიტყვა?
․․․․․
2 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე იერემიას 38:6—13.
როგორ წარმოგიდგენია ჭა, რომელშიც იერემია ჩაუშვეს? რა სიღრმის ან რა სიგანის იქნებოდა ჭა? როგორი სუნი იქნებოდა მასში?
․․․․․
შენი აზრით, რას ფიქრობდა იერემია, როცა „ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში“? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-6 მუხლი)
․․․․․
გამოიკვლიე
იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული პუბლიკაციების გამოყენებით გამოიკვლიე, როგორი იყო ბიბლიურ დროში ჭები.
․․․․․
რისი რწმენა დაეხმარა ებედ-მელექს, რომ იერემია გადაერჩინა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე․․․․․
რატომ დაუჯერა ასე ადვილად ციდკიამ ჯერ მთავრებს, შემდეგ კი ებედ-მელექს? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-5 და მე-10 მუხლები) რას გვეუბნება ეს მის პიროვნებაზე? საიდან ჩანს, რომ მას სუსტი რწმენა ჰქონდა?
․․․․․
․․․․․
ამ ბიბლიური პერსონაჟებიდან, რომელს ჰქონდა მტკიცე რწმენა და რომელს — არა? რატომ ფიქრობ ასე?
․․․․․
3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე:
რა ისწავლე გამბედაობაზე?
․․․․․
რა ისწავლე რწმენაზე?
․․․․․
რას გვასწავლის ის, რომ იეჰოვა იცავს მათ, ვინც უშიშრად ემსახურება მას?
․․․․․
რთულ სიტუაციებში როგორ დაგეხმარება რწმენა იმაში, რომ სწორად მოიქცე?
․․․․․
4 რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?
․․․․․
შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org