როდის დაიწყება არმაგედონი?
როდის დაიწყება არმაგედონი?
„გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან . . . ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან“ (გამოცხადება 7:9, 14).
არმაგედონი ძალიან მალე დაიწყება. როგორ?
დღეს მთელ მსოფლიოში უკვე არსებობს ხალხი, რომლებიც ემსახურებიან იეჰოვას და ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. ღვთის მხარდაჭერით ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან გაერთიანდა მილიონობით ადამიანი, რომლებმაც შექმნეს მოსიყვარულე საძმო. ამ საძმოს წევრები იეჰოვას მოწმეები არიან (იოანე 13:35).
მალე სატანა თავის ლაშქარს შეკრებს და ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებს ამ მშვიდობისმყოფელ, ერთი შეხედვით, დაუცველ ხალხზე (ეზეკიელი 38:8—12; გამოცხადება 16:13, 14, 16). რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად მოხდება? ბიბლიაში აღწერილი კონკრეტული მოვლენები მიგვანიშნებს, თუ როდის დაიწყება არმაგედონი. ამ მოვლენების უმეტესობა უკვე შესრულებულია.
მოვლენები, რომლებიც თქვენ თვალწინ ვითარდება
ერთხელ იესოს მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ როგორ გაიგებდა ხალხი, როდის დადგებოდა „ქვეყნიერების აღსასრული“ (მათე 24:3). იესომ უთხრა მათ, რა მოხდებოდა აღსასრულის წინა პერიოდში: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“. შემდეგ კი დასძინა: „ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“ (მათე 24:7, 8). პავლე მოციქულმა იგივე პერიოდს „ბოლო დღეები“ უწოდა და ისიც დასძინა, რომ ეს დრო „მძიმე, ძნელად ასატანი“ იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1). როგორ ფიქრობთ, სრულდება ეს წინასწარმეტყველებები დღეს?
რატომ იქნებოდა ეს პერიოდი ძნელად ასატანი? იოანე მოციქული ასახელებს მიზეზს. მან იწინასწარმეტყველა, რომ სატანასა და მის დემონებს „დრო ცოტა“ ექნებოდათ დედამიწაზე. გამოცხადება 12:7—12). თქვენი აზრით, არიან ადამიანები დღეს ეშმაკის სულის გავლენაში და ავლენენ ისინი რისხვასა და ძალადობას მთელ მსოფლიოში?
როგორც იოანე აღწერს, სატანა ამ პერიოდში „დიდად განრისხებული“ იქნებოდა (იესომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ მძიმე პერიოდში გრანდიოზული საქმე შესრულდებოდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას [ღვთის] სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). დღეს 235-ზე მეტ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები 500-ზე მეტ ენაზე ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ისინი გამოსცემენ ბიბლიაზე დაფუძნებულ ორ ჟურნალს, „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჟურნალებია. მათ აგრეთვე თარგმნეს ბიბლია დაახლოებით 100 ენაზე. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მოხალისეების მიერ სრულდება და ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. ნუთუ ამ განუმეორებელი სამქადაგებლო საქმიანობით არ სრულდება იესოს წინასწარმეტყველება?
ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია მოვლენები, რომლებიც მოხდება მანამ, სანამ იეჰოვა ღმერთსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის ომი დაიწყება. განვიხილოთ სამი წინასწარმეტყველება, რომლებიც მალე შესრულდება.
მოვლენები, რომელთაც მალე იხილავთ
წინასწარმეტყველება 1. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ერები მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. ისინი, ალბათ, იფიქრებენ, რომ უკვე დადგა ძირითადი პრობლემების გადაჭრის დრო. მაგრამ მოვლენებს, რომლებიც ამ განცხადებას მოჰყვება, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მშვიდობიანს (1 თესალონიკელები 5:1—3).
წინასწარმეტყველება 2. შემდეგ მთავრობები გადაწყვეტენ, აღდგნენ მსოფლიო რელიგიების წინააღმდეგ. ბიბლიაში ეს მმართველები მხეცთან არიან შედარებული, მსოფლიოს ცრუ რელიგიები კი — ქალთან, რომელიც ამ მხეცს მართავს (გამოცხადება 17:3, 15—18). მხეცი გაუაზრებლად შეასრულებს ღვთის ნებას და გაანადგურებს რელიგიებს, რომლებიც ღვთის წარმომადგენლებად ასაღებენ თავს.
მოციქულმა იოანემ ეს მოვლენა ასე აღწერა: „ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი“ (გამოცხადება 17:16, 17).
წინასწარმეტყველება 3. ცრუ რელიგიაზე განხორციელებული წარმატებული შეტევის შემდეგ სატანის გავლენით ერები იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებზე მიიტანენ იერიშს (გამოცხადება 7:14; მათე 24:21).
როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ?
თუ არ გქონიათ ბიბლიის ღრმად გამოკვლევის შესაძლებლობა, თქვენთვის რთული დასაჯერებელი იქნება, რომ ზემოთ აღწერილი მოვლენები სინამდვილეში მოხდება. მაგრამ არსებობს იმის საფუძველი, გვჯეროდეს, რომ ყველა დეტალი შესრულდება და ახლო მომავალში ეს ნაწინასწარმეტყველები მოვლენები მართლაც მოხდება. ამის გარანტიას იძლევა უამრავი ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომლებიც უკვე შესრულდა. *
კარგი იქნება, თუ გამოყოფთ დროს იმის გასაგებად, თუ რის საფუძველზე სჯერათ იეჰოვას მოწმეებს, რომ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“ მალე დადგება, და რატომ არ უნდა გეშინოდეთ ამ დღის. სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, ბიბლიიდან აგიხსნან, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენც მათ შორის იყოთ, ვისაც იეჰოვა ღმერთი დაიცავს (გამოცხადება 16:14). ბიბლიამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი თვალსაზრისი მომავალზე.
[სქოლიო]
^ აბზ. 17 იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-2 და მე-9 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 8 გვერდზე]
ნუთუ არ სრულდება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობით ბიბლიური წინასწარმეტყველება?