არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იფხიზლეთ!“

უკრაინის ომის გამო მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ემუქრება

უკრაინის ომის გამო მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ემუქრება

 ამა წლის 19 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 75-ზე მეტმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა გამოთქვა აზრი, რომ „გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც კოვიდპანდემიამ და კლიმატის ცვლილებამ ისედაც გაამწვავა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უფრო გლობალურ სახეს იღებს და მასობრივი შიმშილია მოსალოდნელი“. მალევე ჟურნალ „ეკონომისტშიც“ დაიწერა, რომ „ომის გამო მსოფლიოს, რომელიც ისედაც არაერთი პრობლემის წინაშე დგას, შიმშილობა ემუქრება“. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ თანამედროვე მსოფლიო ასეთი რეალობის წინაშე დადგებოდა. თუმცა მასში ჩაწერილი იმედის საფუძველსაც გვაძლევს და დღესვე გვეხმარება, გავუმკლავდეთ შექმნილ მდგომარეობას.

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები სასურსათო კრიზისი

  •   იესომ ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა“ (მათე 24:7).

  •   ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ ოთხი სიმბოლური მხედარია მოხსენიებული. ერთი მხედარი ომებს ასიმბოლოებს. მის შემდეგ კიდევ ერთი მხედარი გამოდის, რომელიც შიმშილობის სიმბოლოა. არენაზე მისი გამოსვლა იმას მოასწავებდა, რომ სურსათის ფასი უკიდურესად გაიზრდებოდა და ხალხს აღარ ექნებოდა საკმარისი საკვები. «აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა ... გავიგონე ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი — დინარად და სამი საწყაო ქერი — დინარად“» (გამოცხადება 6:5, 6, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის თარგმანი).

 საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული ეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები სწორედ ჩვენს დროში სრულდება, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებად“ მოიხსენიებს (2 ტიმოთე 3:1). ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ ვიდეოს „როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ“ და წაიკითხეთ სტატია „რას განასახიერებს ოთხი მხედარი?“.

როგორ შეუძლია ბიბლიას თქვენი დახმარება?

  •   ბიბლიაში პრაქტიკული რჩევებია მოცემული, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს, მათ შორის ფასების ზრდითა და საკვების უკმარისობით გამოწვეულ პრობლემებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ სტატია „როგორ ვიმყოფინოთ შემოსავალი?“.

  •   ბიბლია მომავლის იმედსაც გვისახავს. მასში ნაწინასწარმეტყველებია, რომ დადგება დრო, როცა „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“ და აღარავინ იშიმშილებს (ფსალმუნი 72:16). წაიკითხეთ სტატია „უკეთესი მომავლის რეალური იმედი“ და მეტი შეიტყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ მომავალს გვპირდება ბიბლია და რატომ შეგვიძლია ვენდოთ მასში ჩაწერილ დაპირებებს.