არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

YURI LASHOV/AFP via Getty Images

იფხიზლეთ!

ქრისტიანების დამოკიდებულება ომის მიმართ — რას ამბობს ბიბლია?

ქრისტიანების დამოკიდებულება ომის მიმართ — რას ამბობს ბიბლია?

 უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აშკარა გახდა, რომ ქრისტიანული რელიგიების ბევრი წინამძღოლი აქტიურად უჭერს მხარს საომარ მოქმედებებს. დააკვირდით, როგორ იკავებს სამღვდელოება სხვადასხვა მხარეს:

  •   „დიდება ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც მშობლიურ მიწა-წყალს აგრესორისგან იცავენ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მადლიერებას ... ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენკენ არის მომართული“ — აღნიშნა კიევის მიტროპოლიტმა ეპიფანემ (The Jerusalem Post, 16 მარტი, 2022).

  •   «რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა რუსი ჯარისკაცებისთვის კვირას წირვა აღავლინა და მათ მოუწოდა, კვლავაც დაიცვან საკუთარი სამშობლო ისე, როგორც ეს „მხოლოდ რუსებს შეუძლიათ“» („როიტერსი“, 3 აპრილი, 2022).

 უნდა მონაწილეობდნენ ქრისტიანები ომებში? რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია

 ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში.

  •   „ჩააგე მახვილი, რადგან მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება!“ (მათე 26:52).

     შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი ემორჩილება იესოს ამ სიტყვებს, თუ ომებისა და შეიარაღებული დაპირისპირებებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს?

  •   „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი! ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35).

     შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი, რომელიც საომარ მოქმედებებს უჭერს მხარს, ისეთ სიყვარულს ავლენს, როგორითაც იესოს მიმდევრები უნდა ყოფილიყვნენ გამორჩეული?

 მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას „შეიძლება იომოს ქრისტიანმა?“.

ქრისტიანების დამოკიდებულება ომის მიმართ თანამედროვე დროს

 რამდენად რეალურია, რომ ჩვენს დროში ქრისტიანმა მონაწილეობა არ მიიღოს ომში? ეს სრულიად შესაძლებელია. ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენს დროში, რომელსაც ის „ბოლო დღეებს“ უწოდებს, მრავალი ხალხი იცხოვრებდა იესოს მითითების თანახმად. მათზე ნათქვამია: „აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:2, 4).

  •   დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებულ სტატიათა სერიას „როგორ უყურებს ღმერთი ომს?“.

 ძალიან მალე იეჰოვა a, „მშვიდობის ღმერთი“, თავისი ზეციერი ხელისუფლების მეშვეობით იხსნის ხალხს „ჩაგვრისა და ძალადობისგან“ (ფილიპელები 4:9; ფსალმუნი 72:14).

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).