არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გვალვის შედეგად გამომშრალი მიწა და ერთადერთი გადარჩენილი მცენარე.

იფხიზლეთ!

ძლიერი გვალვა მსოფლიოში — რას ამბობს ბიბლია?

ძლიერი გვალვა მსოფლიოში — რას ამბობს ბიბლია?
  •   „ჩინეთი იუწყება, რომ ამ ზაფხულს ყველაზე ძლიერი სიცხის ტალღა დაფიქსირდა. მათი მონაცემებით, ეს იყო რიგით მესამე ყველაზე ცხელი ზაფხული“ („გარდიანი“, 7 სექტემბერი, 2022).

  •   „უკვე მეხუთე წელია, აფრიკაში საშინელი გვალვა ფიქსირდება“ (UN News, 26 აგვისტო, 2022).

  •   „ევროპის დიდი ნაწილი გვალვის საფრთხის წინაშე დგას. ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ყველაზე საშინელი გვალვა, რაც ბოლო 500 წლის მანძილზე დაფიქსირებულა“ („ბი-ბი-სი ნიუსი“, 23 აგვისტო, 2022).

 ბევრი მეცნიერის აზრით, ასეთი გვალვები უფრო ხშირ ხასიათს მიიღებს. არსებობს რაიმე გამოსავალი? რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

ბიბლიური წინასწარმეტყველება

 ბიბლიაში ჩვენს დროსთან დაკავშირებით ასეთი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი:

  •   „იქნება … საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკა 21:11).

 საკვების უკმარისობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გვალვა ხდება, რაც ბევრის ტანჯვას და სიკვდილს იწვევს. ეს სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც დიდი ხნის წინათ ბიბლიაში ჩაიწერა (გამოცხადება 6:6, 8).

რატომ გაუარესდა მდგომარეობა?

 ბიბლია ამის უმთავრეს მიზეზს გვიმხელს:

  •   „კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23).

 ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მართვის უნარით არ ვართ შექმნილი. სწორედ არასწორი მენეჯმენტის ბრალია, რომ გახშირდა გვალვა და მსოფლიო წყლის უკმარისობას განიცდის.

  •   მეცნიერების უმეტესობაც აღიარებს, რომ ადამიანები არიან გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ასე გახშირდა გვალვა.

  •   ხარბი ადამიანები, რომელთაც კაცობრიობის მომავალი არ ადარდებთ, ანადგურებენ ტყეებს, აბინძურებენ გარემოს და არამიზნობრივად იყენებენ ბუნებრივ რესურსებს. სწორედ მათი ასეთი ქმედებების გამო დავდექით წყლის უკმარისობის პრობლემის წინაშე.

 თუმცა ბიბლია მომავლის იმედს გვისახავს.

როგორი მომავალი გველის?

 ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის წყლის კრიზისს. როგორ გააკეთებს ის ამას?

  1.  1) ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18). მალე დედამიწაზე აღარ იცხოვრებენ ბოროტი და ხარბი ადამიანები, რომლებიც ზიანს აყენებენ გარემოს (2 ტიმოთე 3:1, 2).

  2.  2) „მზისგან გადამწვარი ხრიოკები ლერწმიან ტბორად იქცევა“ (ესაია 35:1, 6, 7). ღმერთი აღმოფხვრის იმ ზიანს, რომელიც გვალვამ დედამიწას მიაყენა, და სამოთხედქცეულ ჩვენს პლანეტაზე მეტად აღარ იქნება წყლის პრობლემა.

  3.  3) „ღმერთო, შენ ზრუნავ დედამიწაზე, აძლევ ხვავსა და ბარაქას“ (ფსალმუნი 65:9). ღვთის წყალობით მალე დედამიწაზე უხვად იქნება ჯანსაღი საკვები და სუფთა წყალი.