ეკუმენიზმი; ინტერრელიგიური საქმიანობა
ერთ ღმერთს სცემს თაყვანს ყველა მორწმუნე?
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრ რელიგიას ურთიერთსაწინააღმდეგო მოძღვრებები აქვს, რამდენად შესაძლებელია, ღვთისთვის ყველა მისაღები იყოს?
მთ. 7:13, 14; ინ. 17:3; ეფ. 4:4—6
-
ბიბლიური მაგალითები:
-
იეს. 24:15 — იესო ნავეს ძემ ხალხს უთხრა, რომ უნდა აერჩიათ, იეჰოვას სცემდნენ თაყვანს თუ სხვა ღმერთებს.
-
1მფ. 18:19—40 — იეჰოვამ წინასწარმეტყველი ელიას მეშვეობით ხალხს დაანახვა, რომ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებს სხვა ღმერთებისთვის, მაგალითად ბაალისთვის, თაყვანი არ უნდა ეცათ.
-
როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ცრუღმერთების თაყვანისცემის მიმართ?
რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც, ერთი შეხედვით, მას სცემს თაყვანს, თუმცა, იმავდროულად, მის თაყვანისცემას სხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებით ბილწავს?
ეს. 1:13—15; 1კრ. 10:20—22; 2კრ. 6:14, 15, 17
-
ბიბლიური მაგალითები:
-
გმ. 32:1—10 — ისრაელების თხოვნით აარონმა ოქროს ხბო გააკეთა და მის თაყვანსაცემად გამართულ შეკრებას „იეჰოვას დღესასწაული“ უწოდა, რამაც იეჰოვა ძლიერ განარისხა.
-
1მფ. 12:26—30 — იერუსალიმის ტაძარში რომ არ წასულიყვნენ თაყვანსაცემად, მეფე იერობოამმა ხალხს ორი ხბო გაუკეთა და უთხრა, რომ ეს კერპები იეჰოვას განასახიერებდნენ. ასე გახვია მან ხალხი ცოდვაში.
-
როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ისრაელებს ცრუ თაყვანისმცემლებთან?
რას აკეთებდა იეჰოვა, როცა მისი ხალხი სხვა ღმერთებს სცემდა თაყვანს?
მსჯ. 10:6, 7; ფს. 106:35—40; იერ. 44:2, 3
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1მფ. 11:1—9 — უცხოტომელი ცოლების გავლენით მეფე სოლომონი ცრუღმერთების თაყვანისცემას უწყობდა ხელს, რამაც იეჰოვა უზომოდ გაანაწყენა.
-
ფს. 78:40, 41, 55—62 — ასაფი აღწერს, როგორ სტკენდა გულს იეჰოვას ისრაელების ურჩობა და მათი ორგულობა, რის გამოც საბოლოოდ უარყო კიდეც თავისი ხალხი.
-
რას ფიქრობდა იესო იმ მოძღვრებებზე, რომლებიც ღვთის სიტყვაში ჩაწერილს არ ეთანხმებოდა?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
მთ. 16:6, 12 — იესომ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებები საფუარს შეადარა. ასეთი ცრუ მოძღვრებები საფუარივით სწრაფად ვრცელდება და ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას ბღალავს.
-
მთ. 23:5—7, 23—33 — იესომ მწიგნობრები და ფარისევლები გაკიცხა თვალთმაქცობისა და ცრუ მოძღვრებების გავრცელების გამო.
-
მრ. 7:5—9 — იესომ მწიგნობრები და ფარისევლები იმაში ამხილა, რომ ადამიანთა ადათ-წესებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ღვთის სიტყვას.
-
იესოს სურვილი იყო, რომ მისი მიმდევრები სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობად დაყოფილიყვნენ?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
ინ. 15:4, 5 — იესომ ვაზის მაგალითზე დაანახვა თავის მოწაფეებს, რომ ერთობა უნდა ჰქონოდათ, როგორც მასთან, ისე ერთმანეთთან.
-
ინ. 17:1, 6, 11, 20—23 — სიკვდილის წინა ღამეს იესო ლოცვაში სთხოვდა იეჰოვას, რომ მის მიმდევრებს შორის ერთობა ყოფილიყო.
-
ერთი აზრი ჰქონდათ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს ბიბლიურ საკითხებზე და ერთსულოვნად სცემდნენ იეჰოვას თაყვანს?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
სქ. 11:20—23, 25, 26 — ანტიოქიისა და იერუსალიმის კრებებში ერთობა სუფევდა და და-ძმები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ.
-
რმ. 15:25, 26; 2კრ. 8:1—7 — პირველ საუკუნეში კრებები გულუხვად იღებდნენ შესაწირავებს გაჭირვებული თანაქრისტიანების დასახმარებლად, რაც მათ შორის არსებულ სიყვარულზე და ერთობაზე მეტყველებდა.
-
ყველა ქრისტიანულ რელიგიას იწონებს ღმერთი მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტეს აღიარებენ?
მისაღებია ღვთისთვის მათი თაყვანისცემა, ვინც ამახინჯებს იმას, რასაც ქრისტე და მოციქულები ასწავლიდნენ?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
მთ. 13:24—30, 36—43 — იესომ მინდორში ამოსული სარეველას მაგალითზე დაანახვა მსმენელს, რომ კრებაში ცრუ ქრისტიანები გამრავლდებოდნენ.
-
1ინ. 2:18, 19 — პირველი საუკუნის მიწურულს ხანში შესულმა მოციქულმა იოანემ აღნიშნა, რომ იმ დროისთვის უკვე მრავალი ანტიქრისტე არსებობდა.
-
რა მოხდება, თუ კრება შემწყნარებლურად მოეკიდება ცრუ სწავლებებსა თუ ღვთისთვის მიუღებელ საქციელს?
რისი გაკეთება მმართებთ ქრისტიანებს ერთობის შესანარჩუნებლად?
რატომ უნდა დაიჭირონ თავი შორს ქრისტიანებმა ცრუ თაყვანისმცემლობისგან?
რატომაა მართებული და კარგიც კი, თუ რელიგიურ სიცრუეს გამოვააშკარავებთ?
რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ცრუ რელიგიის მიმდევრები ჩვენს დევნას დაიწყებენ და თავს დაგვესხმიან?