უმწიკვლობა
რა არის უმწიკვლობა?
ფს. 18:23—25; 26:1, 2; 101:2—7; 119:1—3, 80
ბიბლიური მაგალითები:
ლვ. 22:17—22 — იეჰოვა მოითხოვდა, რომ მისთვის მიტანილი მსხვერპლი საღი ყოფილიყო. ებრაული ენიდან „საღად“ და „უმწიკვლოდ“ ერთმანეთის მონათესავე სიტყვებია ნათარგმნი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა ჩვენგან სრულ ერთგულებას, მთელი გულით მსახურებას მოელის.
იობ. 1:1, 4, 5, 8; 2:3 — იობის მაგალითიდან ჩანს, რომ უმწიკვლობის შესანარჩუნებლად ადამიანი ღრმა პატივს უნდა სცემდეს იეჰოვას, მთელი გულით ეთაყვანებოდეს და ყველანაირად ცდილობდეს, ისეთი არაფერი გააკეთოს, რითაც გულს ატკენდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი, უმწიკვლოები ვიყოთ?
რა აღგვძრავს, უმწიკვლოები ვიყოთ?
იხილეთ აგრეთვე იგ. 27:11; 1ინ. 5:3.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმწიკვლოები ვიყოთ?
იხილეთ აგრეთვე კნ. 5:29; ეს. 48:17, 18.
ბიბლიური მაგალითები:
იობ. 31:1—11, 16—33 — იობს ღვთის თვალში უმწიკვლო კაცის სახელი ჰქონდა, რადგან ზნეობრივად სუფთად ცხოვრობდა, სხვებს ღირსეულად ექცეოდა და სიკეთეს აკეთებდა. გარდა ამისა, ქონებას არასდროს აყენებდა იეჰოვაზე წინ და მხოლოდ მას ეთაყვანებოდა.
დნ. 1:6—21 — მართალია, დანიელი და მისი სამი მეგობარი ცრუღმერთების თაყვანისმცემელთა შორის ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც შეინარჩუნეს უმწიკვლობა და დაემორჩილნენ საკვებთან დაკავშირებულ იეჰოვას კანონს.
თუ ადამიანი ერთიმეორის მიყოლებით უშვებს სერიოზულ შეცდომებს, შეძლებს იეჰოვას თვალში კვლავაც უმწიკვლო ადამიანის სახელის მოპოვებას?
ბიბლიური მაგალითები:
1მფ. 9:2—5; ფს. 78:70—72 — დავითმა მოინანია ცოდვები, რის გამოც იეჰოვა მას კვლავაც უმწიკვლო, ერთგულ ადამიანად თვლიდა.
ეს. 1:11—18 — იეჰოვამ თავისი ხალხი სერიოზულ ცოდვებში ამხილა, თუმცა დაჰპირდა, რომ თუ მოინანიებდნენ და აღარ გაიმეორებდნენ იმავეს, აპატიებდა.