როგორი მომავალი გველის?
ცხოვრება . . .
-
არ შეიცვლება?
-
გაუარესდება?
-
გაუმჯობესდება?
ბიბლიაში წერია:
„ღმერთი . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
ბიბლია გვპირდება:
აზრით აღსავსე და სასიამოვნო სამუშაოს (ესაია 65:21—23).
სიცოცხლეს ავადმყოფობისა და ტანჯვის გარეშე (ესაია 25:8; 33:24).
ბედნიერ, მარადიულ ცხოვრებას ოჯახთან და მეგობრებთან ერთად (ფსალმუნი 37:11, 29).
შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?
დიახ, რადგან ამის სულ მცირე ორი მიზეზი არსებობს:
-
ღმერთს შეუძლია თავისი დანაპირების შესრულება. ბიბლიაში მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ეწოდება ყოვლისშემძლე, რადგან მას უსაზღვრო ძალა აქვს (გამოცხადება 15:3). აქედან გამომდინარე, მას შეუძლია შეასრულოს თავისი დანაპირები და მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღვთისთვის . . . ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26).
-
ღმერთს სურს, შეასრულოს თავისი დანაპირები. მაგალითად, ღმერთს ძალიან უნდა, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილ ადამიანებს, რადგან ენატრება ისინი (იობი 14:14, 15).
ბიბლიაში ასევე მოთხრობილია, რომ ღვთის ძე, იესო კურნავდა ავადმყოფებს, რადგან მას მთელი გულით უნდოდა მათი მდგომარეობის შემსუბუქება (მარკოზი 1:40, 41). იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს და მასაც სურდა, დახმარებოდა გასაჭირში მყოფთ (იოანე 14:9).
შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღმერთსა და იესოს სურთ დაგვეხმარონ, გვქონდეს ბედნიერი მომავალი (ფსალმუნი 72:12—14; 145:16; 2 პეტრე 3:9).
დაფიქრდით:
როგორ შეცვლის ღმერთი მსოფლიოს უკეთესობისკენ?
ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: მათეს 6:9, 10 და დანიელის 2:44.