არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ ᲟᲔᲡᲢᲣᲠ ᲔᲜᲐᲖᲔ

დააყენეთ JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე, თუ ხელი არ მიგიწვდებათ App Store — Windows-ზე

დააყენეთ JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე, თუ ხელი არ მიგიწვდებათ App Store — Windows-ზე

თუ თქვენს Windows-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობაში Microsoft Store-დან ვერ აინსტალირებთ აპლიკაციას „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“, მაშინ მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ საინსტალაციო ფაილების მეშვეობით.

შეიძლება საჭირო იყოს, რომ თქვენს მოწყობილობაში გააქტიუროთ აპლიკაციების სხვადასხვა წყაროდან ჩამოტვირთვის ფუნქცია. გაჰყევით შემდეგ გზას: Settings > For developers. Developer mode-ის ქვემოთ გააქტიურეთ ფუნქცია “Install apps from any source, including loose files”. შენიშვნა: Windows-ის სხვადასხვა ვერსიაზე შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგ ორი სახის ტერმინი: Developer Mode ან Sideload apps.

ჩამოტვირთეთ და დააყენეთ საინსტალაციო ფაილები, რომლებიც განკუთვნილია აპლიკაციისთვის „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

  1. აირჩიეთ Download, რათა შეინახოთ საინსტალაციო ფაილები ადგილობრივ დისკზე.

  2. მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით შედით zip-ფაილში და დააჭირეთ ღილაკს „unzip“.

  3. გახსენით ფოლდერი, დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს Install.ps1-ს და აირჩიეთ Run with PowerShell.

  4. საჭიროების შემთხვევაში დაადასტურეთ სერტიფიკატის დაყენება.

  5. დაინსტალირების დასრულების შემდეგ გამოჩნდება დასტურის შეტყობინება.

დროდადრო შეამოწმეთ, არის თუ არა ხელმისაწვდომი აპლიკაციის განახლებული ვერსიები.

  1. გახსენით პარამეტრები აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“, რომ შეამოწმოთ ამჟამად რომელი ვერსიაა დაყენებული თქვენს მოწყობილობაში.

  2. თუ პარამეტრებში გამოჩნდება, რომ თქვენს მოწყობილობაში დაყენებული აპლიკაციის ვერსია უფრო ძველია, ვიდრე ქვემოთ ნაჩვენები ვერსია, მაშინ მიჰყევით ზემოთ მოცემულ ინსტრუქციას და დააყენეთ ახალი ვერსია.

ვერსია: 5.1.21 (384128)